დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მედიატორებისთვის ტრენინგი ჩატარდა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მედიატორებისთვის ტრენინგი ჩატარდა
სწავლების მონაწილეებმა განიხილეს მედიაციის სამართლებრივი საფუძვლები და ეფექტიანი კომუნიკაციის სტრატეგიები, იმსჯელეს პრაქტიკულ გამოწვევებსა და პროფესიული სტანდარტების მნიშვნელობაზე.
კურსს მოწვეული ტრენერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი უძღვებოდა.
სწავლების მიზანი მედიატორთა პროფესიული უნარების გაძლიერება და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებაა, რაც
განრიდებისა და მედიაციის პროცესს კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.