ქართული ანიმაციების ჩვენება არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის გრძელდება
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში ბენეფიციარებისთვის თანამედროვე ქართული ანიმაციების ჩვენება გრძელდება. სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, მოზარდებმა თანამედროვე რეჟისორის სურათი ნახეს და სეანსის დასრულების შემდეგ, ავტორთან ერთად განიხილეს. არჩილ კუხიანიძემ ცენტრის ბენეფიციარებს ანიმაციის შექმნის ტექნიკური მხარე გააცნო. საგანმანათლებლო პროექტი „კინოკლუბი“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან კინომცოდნეებისა და ფსიქოლოგების მიერ შერჩეული ქართული, უცხოური მხატვრული და ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები. არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას ემსახურება.
გურიის მედიაციის სივრცის დათვალიერება და თანამშრომლებთან შეხვედრა
გურიის რეგიონს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცე აქვს. ოფისი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ მოინახულა. ადგილზე მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის უზრუნველყოფილია კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. ამ დრომდე რეგიონში მედიაციის სივრცე არ არსებობდა, რის გამოც პროცესის წარმართვისთვის ალტერნატიული ფართის მოძიება ხდებოდა საჭირო. მედიაციის ინსტიტუციური განვითარების მენეჯერის თინათინ ზედგინიძის თქმით, სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდებათ. ამ დროისთვის მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურსა და ოზურგეთში მოქმედებს; წლის ბოლომდე კი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გაიხსნება. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამშრომლებსაც გაესაუბრა, სისტემაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და მათ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო.
თანამედროვე ქართული ანიმაციების ჩვენება არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებს სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, თანამედროვე ქართული ანიმაციები უჩვენა. სეანსის დასრულების შემდეგ მოზარდებმა სურათი ავტორთან ერთად განიხილეს. ილუსტრატორმა და ანიმაციური ფილმების რეჟისორმა ანა ჩუბინიძემ მათ ანიმაციის შექმნის ტექნიკურ მხარეებზე უამბო. შეხვედრის დასრულებისას კი მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. საგანმანათლებლო პროექტი „კინოკლუბი“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან კინომცოდნეებისა და ფსიქოლოგების მიერ შერჩეული ქართული, უცხოური მხატვრული და ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები. სეანსის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებს მოწვეულ სტუმართან ერთად, კინოსურათის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ. არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და შემოქმედებით პოტენციალის განვითარებას ემსახურება.
პროექტ „მოხალისე პედაგოგის“ მონაწილეების დაჯილდოება
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „მოხალისე პედაგოგის“ მონაწილეები დააჯილდოვა. პროექტში მონაწილეობა 13-მა პედაგოგმა და სააგენტოს 16-მა ბენეფიციარმა მიიღო. ბენეფიციარებს სერტიფიკატები, ხოლო მოხალისე პედაგოგებს მადლობის სიგელები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ გადასცეს. პროექტის ფარგლებში, მოხალისე პედაგოგებმა პირობით მსჯავრდებულები, განრიდებული პირები, რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები, ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები ჰუმანიტარულ, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში მოამზადეს. ღონისძიებას პროექტის განხორციელებაში ჩართული სააგენტოს სპეციალისტები, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ტყეშელაშვილი და ამავე დეპარტამენტის სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინატორი ხატია თადიაშვილი ესწრებოდნენ. პროექტი „მოხალისე პედაგოგი“, ერთი მხრივ, სააგენტოს ბენეფიციარების განათლების ხელშეწყობას, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანაში მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას ემსახურება.
შეხვედრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რეფერალური სისტემის მუშაობის გაცნობის მიზნით
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტები ბენეფიციარებთან მუშაობის საუკეთესო პრაქტიკას გაეცნენ. ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება მათ გერმანიაში მოღვაწე ექიმმა-რეპროდუქტოლოგმა ფატი პაიჭაძემ გაუზიარა. მან სპეციალისტებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რეფერალური სისტემის მუშაობაზე მომზადებული პრეზენტაციაც წარუდგინა. სპეციალისტები არასრულწლოვნებთან მიმართებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნულ სტრატეგიასა და პოლიტიკას გაეცნენ. შეხვედრის შედეგად, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტებმა მიზნობრივი ჯგუფებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრა ასოციაცია “ჰერა XXI”-ის მხარდაჭერით შედგა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რეფერალური სისტემის მუშაობის გაცნობას ემსახურებოდა. მიღებული ცოდნა ცენტრის სპეციალისტებს არასრულწლოვნებთან მუშაობის უკეთ დაგეგმვასა და ორგანიზებაში დაეხმარება, რაც მათ საქმიანობას
გასვლითი შეხვედრა არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის სპორტული ტურიზმის შესახებ
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის ბოტანიკურ ბაღში სპორტული ტურიზმის თემაზე გასვლითი შეხვედრა მოაწყო. მოზარდები, საველე პირობებში ქცევის წესებს გაეცნენ. მოისმინეს ლაშქრობის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაცია. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ კი, კარვის აწყობის, საგზლისა და სალაშქროდ ჩანთის მომზადების პროცესში ჩაერთნენ. საკუთარი გამოცდილება ბენეფიციარებს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის პროექტების მენეჯერმა, სალომე დადიანმა გაუზიარა. გასვლითი ღონისძიება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში მოაწყო. აქტივობები მოზარდებს დროის კონსტრუქციულად გატარებასა და განწყობის ამაღლებაში ეხმარება. არასრულწლოვნები დროის მართვასა და სხვადასხვა აქტივობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს იძენენ.
ძველი ქართული ანიმაციების ჩვენება
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის, სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, ძველი ქართული ანიმაციების ჩვენებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში არასრულწლოვნებმა ორი კინოსურათი ნახეს. სეანსის დასრულების შემდეგ კი, მულტიპლიკაციური ფილმები თეატრმცოდნე და ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად განიხილეს. საგანმანათლებლო პროექტი „კინოკლუბი“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციარებისთვის, კინომცოდნეებისა და ფსიქოლოგების მიერ შერჩეული, ქართული, უცხოური მხატვრული და ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები. სეანსის დასრულების შემდეგ, მოზარდებს მოწვეულ სტუმართან ერთად, კინოსურათის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ. არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და შემოქმედებით პოტენციალის განვითარებას ემსახურება.
პროექტი "კინოკლუბი" არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, ძველი ქართული ანიმაციების ჩვენება მოაწყო. საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში არასრულწლოვნებმა სამი კინოსურათი ნახეს. სეანსის დასრულების შემდეგ კი, მულტიპლიკაციური ფილმები თანამედროვე ქართველ ანიმაციის რეჟისორთან ერთად განიხილეს. არჩილ კუხიანიძემ მოზარდებთან ერთად, ნაჩვენები სურათი განიხილა და მათ ანიმაციის შექმნის ტექნიკურ მხარეებზე უამბო. საგანმანათლებლო პროექტი „კინოკლუბი“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან კინომცოდნეებისა და ფსიქოლოგების მიერ შერჩეული ქართული, უცხოური მხატვრული და ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები. სეანსის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებს მოწვეულ სტუმართან ერთად, კინოსურათის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ. არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და შემოქმედებით პოტენციალის განვითარებას ემსახურება.
სწრაფი რეაგირების ჯგუფი შეიქმნა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შინაპატიმრობის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, სწრაფი რეაგირების ჯგუფი შექმნა. საზედამხედველო ერთეული შინაპატიმრობა მისჯილ მსჯავრდებულს საცხოვრებელ ადგილზე მყისიერად გადაამოწმებს. ჯგუფი რეაგირებას სააგენტოში არსებული ელექტრონული მონიტორინგის ცენტრისგან მიღებული შეტყობინების შესაბამისად, შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში მოახდენს. ეკიპაჟი რეჟიმის დარღვევის შესაძლო ფაქტის გადამოწმებას 18:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე პერიოდში უზრუნველყოფს. მონიტორინგი თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში თბილისის მასშტაბით განხორციელდება. სწრაფი რეაგირების ჯგუფი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ წარადგინა. ახალი საზედამხედველო ერთეულის ჩამოყალიბება შინაპატიმრობის აღსრულების ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება.