29 April 2023

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო.
 
სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ანზორ ბერიძესთან ერთად, იურიდიული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა
.
უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის მიზანი სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაცია და სისტემაში ახალი კადრების მოზიდვაა.
 
სტუდენტები დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემის ძირითად მიმართულებებს და სააგენტოში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს გაეცნენ.
 
განსაკუთრებული ინტერესი მოხალისე პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღების ინიციატივამ გამოიწვია, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მოხალისეობრივი საქმიანობის შემდეგ, პრობაციის ოფიცრად დასაქმდნენ; სააგენტოს კი - მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები.
 
სააგენტო სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან შეხვედრებს მთელი წლის მანძილზე გამართავს.

Similar news