04 May 2023

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პრეზენტაცია გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პრეზენტაცია გაიმართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მომავალ იურისტებს მოხალისეობრივი საქმიანობაში ჩართვის შემდეგ პრობაციის ოფიცრად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.
 
სააგენტოს უფროსის მოადგილემ და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სააგენტოში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. განსაკუთრებული ინტერესი მოხალისე პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღების ინიციატივამ გამოიწვია, რომელიც მომავალ იურისტებს მოხალისეობრივი საქმიანობაში ჩართვის შემდეგ პრობაციის ოფიცრად დასაქმების , ხოლო სააგენტოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრების მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.
 
შეხვედრაზე არასრულწლოვანთა რეფერირების, განრიდებისა და მედიაციის, ბენეფიციართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, შინაპატიმრობის და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების შესახებ აქტუალური საკითხებიც განიხილეს.
 
სააგენტო სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან შეხვედრებს მთელი წლის მანძილზე გამართავს.

Similar news