პირობით მსჯავრდებულებისთვის მცირე მეწარმეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება
მცირე მეწარმეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები პრობაციონერებთან გრძელდება. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები ინფორმაციას საგანმანათლებლო შეხვედრების ფორმატში ეცნობიან.
პრობაციონერებთან შეხვედრა თბილისის შემდეგ რუსთავშიც გაიმართა. ბენეფიციარები საქართველოში სამეწარმეო იურიდიული პირების რაობას, მათი რეგისტრაციისა და საქმიანობის წესებს, ასევე ბიზნესის ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა სახის მხარდამჭერ პროგრამებს გაეცნენ. მიღებული ინფორმაცია დაეხმარება პრობაციონერებს, დაინტერესების შემთხვევაში, მცირე ბიზნესში მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები, რაც მათ შემოსავალს მოუტანს და რესოციალიზაციაში დაეხმარება.
უახლოეს დღეებში მსგავსი შეხვედრების გამართვა გორსა და ქუთაისშიც იგეგმება.
პროექტს - „პრობაციონერთა ახალი შესაძლებლობებისთვის საქართველოში“ - იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაცია „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისთვის“ ახორციელებს