ქალთა საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა
12 მარტი 2024

ქალთა საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ქალთა საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღნიშნა.ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში - "ქალები წარსულიდან". გაეცნენ მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილ მრავალფეროვან მასალას, XIX საუკუნის კულტურულ და საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწე ქართველ ქალთა ისტორიებს და ასევე, ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის შეხედულებებს თანამედროვე ქალებსა და მათი უფლებების შესახებ.შეხვედრის მიწურულს, მონაწილეებს სააგენტოს სახელით ყვავილები გადაეცათ. ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალურ მუზეუმში განხორციელდა.

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ბენეფიციარების თანამედროვე მწერალთან შეხვედრით აღინიშნა
05 მარტი 2024

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ბენეფიციარების თანამედროვე მწერალთან შეხვედრით აღინიშნა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ბენეფიციარების თანამედროვე მწერალთან შეხვედრით აღნიშნა. მოზარდებს მხატვრული ლიტერატურითა და წერით დაინტერესების პირველი გამოცდილება მწერალმა, ჟურნალისტმა ეკატერინე ტოგონიძემ გაუზიარა. ისაუბრა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში წიგნის კითხვის მნიშვნელობაზეც. შეხვედრა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალურ მუზეუმში განხორციელდა. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ის ყოველწლიურად, თებერვალის თვეში აღინიშნება და მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და  „საქართველოს რაგბის კავშირს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
01 მარტი 2024

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და „საქართველოს რაგბის კავშირს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ და „საქართველოს რაგბის კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა - თორნიკე გოგებაშვილმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის სპორტული აქტივობები განხორციელდება. კერძოდ, ბენეფიციარები პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად უსასყიდლოდ შეძლებენ ვარჯიშს საქართველოს რაგბის კავშირის საწვრთნელ ბაზაზე და უზრუნველყოფილნი იქნებიან სპორტული ეკიპირებით. ასევე, არასრულწლოვნების ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართება სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრები სპორტსმენების ჩართულობით. სააგენტოსა და „საქართველოს რაგბის კავშირს“ შორის არსებული თანამშროლობა არასრულწლოვანი ბენეფიციარების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

არასრულწლოვანი ბენეფიციარები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბაზას ეწვივნენ
26 თებერვალი 2024

არასრულწლოვანი ბენეფიციარები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბაზას ეწვივნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბაზას ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში მოზარდები გაეცნენ უნივერსიტეტის ისტორიას, საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის საკითხებს, ავიაციის , როგორც სახელმწიფოს პრიორიტეტული სფეროს მნიშვნელობას. არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა ასევე, დაათვალიერეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საფრენოსნო საწაფები. მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია. ვიზიტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.

არასრულწლოვანი ბენეფიციარები, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
21 თებერვალი 2024

არასრულწლოვანი ბენეფიციარები, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ეწვივნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის თბილისში მდებარე მემორიალურ სახლ-მუზეუმს ეწვივნენ. მოზარდებმა დაათვალიერეს მწერლის სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი გარემო, სადაც პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას გაეცნენ. არასრულწლოვანი ბენეფიციარები, ასევე, გაეცნენ გალაკტიონ ტაბიძის დღიურს. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის განხორციელებული შემეცნებითი ღონისძიებები მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მუზეუმში ვიზიტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით განხორციელდა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციურ რეფორმებს
16 თებერვალი 2024

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციურ რეფორმებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციურ რეფორმებს. იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა. პატიმრების დასახმარებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. მათი მიზანი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა და ამ გზით განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უმაღლესი შეფასება მისცა იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ ინოვაციას „PROBBOX“-ს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სამინისტრო მუშაობს აღნიშნული პროექტის ექსპორტზეც. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით პრობაციონერებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის არეალი საქართველოში კიდევ უფრო გაფართოვდა. აშშ-ის საელჩომ იუსტიციის სამინისტროს 10 პრობბოქსი გადასცა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 10 ტერიტორიულ ერთეულში განთავსდება. ამით მათი რაოდენობა 27-მდე გაიზრდება. იუსტიციის სამინისტრო პრობაციონერებისთვის ინოვაციურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მომავალშიც განაგრძობს. „PROBBOX“ ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელიც პრობაციონერთა ელექტრონულ კონტროლსა და სერვისებს უზრუნველყოფს. პირველად ევროპაში, მისი საშუალებით პრობაციონერთა რეგისტრაცია და მომსახურება, პრობაციის ბიუროში გამოცხადების გარდა, იუსტიციის სახლებსა და მუნიციპალურ შენობებში ხორციელდება, რითაც უზრუნველყოფილია პრობაციონერთა მეტი ანონიმურობა და გაზრდილია პრობაციის შესაძლებლობის გეოგრაფიული არეალი. საელჩომ სააგენტოს ასევე გადასცა 50 ელექტრონული ზედამხედველობის მოწყობილობა, რომელიც შინაპატიმრობის აღსრულების პერიოდში ადგილმდებარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ხოლო მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს აგროპროდუქციის დისტრიბუცია-რეალიზაციისთვის მსუბუქი ავტომობილი და ციფრული ტექნიკა გადაეცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი; ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე საქართველოში ალან პერსელი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს დირექტორი სარა რუპერტი; ასევე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლადო ხელაძე; მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს
14 თებერვალი 2024

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. საჯარო სკოლების VI–XII კლასის მოსწავლეებისთვის პირველი დონის პრევენციის მიმართულებით საინფორმაციო-შემეცნებითი პროექტი დაიწყო. სააგენტოს შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები თემატურ საინფორმაციო შეხვედრებზე ისაუბრებენ არასრულწლოვანთა დანაშაულის საფრთხეებზე, კიბერუსაფრთხოების, ძალადობისა და ბულინგის პრევენციაზე, კონფლიქტების მართვის უნარებზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის, განსაცდელში მიტოვების, უკანონოდ მოპოვებული ნივთის შეძენის, ცივი იარაღის ტარების, ცრუ ჩვენების მიცემის და სხვა საკითხებზე. პროექტის მიზანია სკოლის ადმინისტრაციისა და არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლება დანაშაულის პრევენციასა და სამართლებრივ მექანიზმებთან დაკავშირებით, ასევე, მოზარდთა სარისკო ქცევების შესახებ ინფორმირება და კონფლიქტის მართვის უნარების გამომუშავების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, შეხვედრები მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 150 საჯარო სკოლაში ეტაპობრივად გაიმართება.

არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ გურამ მღებრიშვილის ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ
14 თებერვალი 2024

არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ გურამ მღებრიშვილის ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ გურამ მღებრიშვილის ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ. მხატვარი ბენეფიციარებს სახვითი ხელოვნების როლზე ესაუბრა და საკუთარი ნამუშევრები გააცნო. არასრულწლოვნებს საშუალება ჰქონდათ ხელოვანისგან მიეღოთ რეკომენდაციები პალიტრის შერჩევასა და ხატვის ტექნიკასთან დაკაშირებით. ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით "სილქ ფაქტორ სტუდიოში” გაიმართა. ღონისძიების მიზანი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა.

არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია “ასკანელს“ ესტუმრნენ
03 თებერვალი 2024

არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია “ასკანელს“ ესტუმრნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია “ასკანელს“ ესტუმრნენ. მოზარდები საწარმოო პროცესს და “ასკანელის” დაარსების ისტორიას გაეცნენ. მსგავსი აქტივობები მოზარდებს ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა.