არასრულწლოვანი ბენეფიციარები პირველადი დახმარების ცენტრს ეწვივნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები პირველადი დახმარების ცენტრს ეწვივნენ.
მოზარდები დაესწრნენ ტრენინგს - "სიცოცხლის გადარჩენის ოქროს გასაღები", მიიღეს ინფორმაცია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მნიშვნელობასა და მის როლზე უბედური შემთხვევის დროს სიცოცხლის გადარჩენისთვის.
ვიზიტის დასასრულს არასრულწლოვნები სხვადასხვა პრაქტიკულ აქტივობებში ჩაერთნენ.
მსგავსი ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.