16 ოქტომბერი 2024

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები ღვინის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ.

მოზარდები კახეთში, კომპანია “ასკანელს” ესტუმრნენ, მოისმინეს მისი დაარსების ისტორია და საწარმოო პროცესს გაეცნენ. დაათვალიერეს კომპანიის ვენახები, სადაც საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობის ჯიშების შესახებ და მონაწილეობა მიეღოთ რთველში. მსგავსი აქტივობები მოზარდებს ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.
 
ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და კომპანია „ასკანელის“ მხარდაჭერით გაიმართა და მისი მიზანი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა.
 
მსგავსი სიახლეები