,,ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ – თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
,,ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ – თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით;
შეხვედრაზე ადგილობრივი სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები მსჯელობდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
დანაშაულის პირველი, მეორე და მესამე დონის პრევენცია. კონფერენცია მუშაობას თბილისში დეკლარაციის მიღებით დაასრულებს.
"ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისათვის" 25 ივლისს, იუსტიციის მინისტრმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ გახსნეს. მასში მონაწილეობენ რუმინეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ნიდერლანდებისა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროსა და პრობაციის სამსახურების ხელმძღვანელი პირები.