პროექტ „მოხალისე პედაგოგის“ მონაწილეების დაჯილდოება
14 სექტემბერი 2022

პროექტ „მოხალისე პედაგოგის“ მონაწილეების დაჯილდოება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „მოხალისე პედაგოგის“ მონაწილეები დააჯილდოვა. პროექტში მონაწილეობა 13-მა პედაგოგმა და სააგენტოს 16-მა ბენეფიციარმა მიიღო. ბენეფიციარებს სერტიფიკატები, ხოლო მოხალისე პედაგოგებს მადლობის სიგელები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ გადასცეს. პროექტის ფარგლებში, მოხალისე პედაგოგებმა პირობით მსჯავრდებულები, განრიდებული პირები, რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები, ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები ჰუმანიტარულ, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში მოამზადეს. ღონისძიებას პროექტის განხორციელებაში ჩართული სააგენტოს სპეციალისტები, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ტყეშელაშვილი და ამავე დეპარტამენტის სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინატორი ხატია თადიაშვილი ესწრებოდნენ. პროექტი „მოხალისე პედაგოგი“, ერთი მხრივ, სააგენტოს ბენეფიციარების განათლების ხელშეწყობას, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანაში მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას ემსახურება.

შეხვედრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რეფერალური სისტემის მუშაობის გაცნობის მიზნით
11 სექტემბერი 2022

შეხვედრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რეფერალური სისტემის მუშაობის გაცნობის მიზნით

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტები ბენეფიციარებთან მუშაობის საუკეთესო პრაქტიკას გაეცნენ. ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება მათ გერმანიაში მოღვაწე ექიმმა-რეპროდუქტოლოგმა ფატი პაიჭაძემ გაუზიარა. მან სპეციალისტებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რეფერალური სისტემის მუშაობაზე მომზადებული პრეზენტაციაც წარუდგინა. სპეციალისტები არასრულწლოვნებთან მიმართებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნულ სტრატეგიასა და პოლიტიკას გაეცნენ. შეხვედრის შედეგად, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტებმა მიზნობრივი ჯგუფებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრა ასოციაცია “ჰერა XXI”-ის მხარდაჭერით შედგა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რეფერალური სისტემის მუშაობის გაცნობას ემსახურებოდა. მიღებული ცოდნა ცენტრის სპეციალისტებს არასრულწლოვნებთან მუშაობის უკეთ დაგეგმვასა და ორგანიზებაში დაეხმარება, რაც მათ საქმიანობას

გასვლითი შეხვედრა არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის სპორტული ტურიზმის შესახებ
02 სექტემბერი 2022

გასვლითი შეხვედრა არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის სპორტული ტურიზმის შესახებ

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის ბოტანიკურ ბაღში სპორტული ტურიზმის თემაზე გასვლითი შეხვედრა მოაწყო. მოზარდები, საველე პირობებში ქცევის წესებს გაეცნენ. მოისმინეს ლაშქრობის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაცია. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ კი, კარვის აწყობის, საგზლისა და სალაშქროდ ჩანთის მომზადების პროცესში ჩაერთნენ. საკუთარი გამოცდილება ბენეფიციარებს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის პროექტების მენეჯერმა, სალომე დადიანმა გაუზიარა. გასვლითი ღონისძიება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში მოაწყო. აქტივობები მოზარდებს დროის კონსტრუქციულად გატარებასა და განწყობის ამაღლებაში ეხმარება. არასრულწლოვნები დროის მართვასა და სხვადასხვა აქტივობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს იძენენ.

ძველი ქართული ანიმაციების ჩვენება
30 აგვისტო 2022

ძველი ქართული ანიმაციების ჩვენება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის, სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, ძველი ქართული ანიმაციების ჩვენებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში არასრულწლოვნებმა ორი კინოსურათი ნახეს. სეანსის დასრულების შემდეგ კი, მულტიპლიკაციური ფილმები თეატრმცოდნე და ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად განიხილეს. საგანმანათლებლო პროექტი „კინოკლუბი“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციარებისთვის, კინომცოდნეებისა და ფსიქოლოგების მიერ შერჩეული, ქართული, უცხოური მხატვრული და ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები. სეანსის დასრულების შემდეგ, მოზარდებს მოწვეულ სტუმართან ერთად, კინოსურათის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ. არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და შემოქმედებით პოტენციალის განვითარებას ემსახურება.

პროექტი "კინოკლუბი" არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის
16 აგვისტო 2022

პროექტი "კინოკლუბი" არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, ძველი ქართული ანიმაციების ჩვენება მოაწყო. საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში არასრულწლოვნებმა სამი კინოსურათი ნახეს. სეანსის დასრულების შემდეგ კი, მულტიპლიკაციური ფილმები თანამედროვე ქართველ ანიმაციის რეჟისორთან ერთად განიხილეს. არჩილ კუხიანიძემ მოზარდებთან ერთად, ნაჩვენები სურათი განიხილა და მათ ანიმაციის შექმნის ტექნიკურ მხარეებზე უამბო. საგანმანათლებლო პროექტი „კინოკლუბი“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან კინომცოდნეებისა და ფსიქოლოგების მიერ შერჩეული ქართული, უცხოური მხატვრული და ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები. სეანსის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებს მოწვეულ სტუმართან ერთად, კინოსურათის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ. არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და შემოქმედებით პოტენციალის განვითარებას ემსახურება.

სწრაფი რეაგირების ჯგუფი შეიქმნა
13 აგვისტო 2022

სწრაფი რეაგირების ჯგუფი შეიქმნა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შინაპატიმრობის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, სწრაფი რეაგირების ჯგუფი შექმნა. საზედამხედველო ერთეული შინაპატიმრობა მისჯილ მსჯავრდებულს საცხოვრებელ ადგილზე მყისიერად გადაამოწმებს. ჯგუფი რეაგირებას სააგენტოში არსებული ელექტრონული მონიტორინგის ცენტრისგან მიღებული შეტყობინების შესაბამისად, შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში მოახდენს. ეკიპაჟი რეჟიმის დარღვევის შესაძლო ფაქტის გადამოწმებას 18:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე პერიოდში უზრუნველყოფს. მონიტორინგი თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში თბილისის მასშტაბით განხორციელდება. სწრაფი რეაგირების ჯგუფი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ წარადგინა. ახალი საზედამხედველო ერთეულის ჩამოყალიბება შინაპატიმრობის აღსრულების ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ბოტანიკურ სივრცეში
02 აგვისტო 2022

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ბოტანიკურ სივრცეში

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის ბოტანიკურ სივრცეში შიდა ტური მოეწყო. მოზარდები მცენარეთა მოვლის პროცესში ჩაერთნენ. ცენტრის ბენეფიციარები მცენარეების მოვლის წესებს გაეცნენ. მიიღეს ინფორმაცია ხე-მცენარეების მნიშვნელობაზე, ნიადაგსა და მის ტიპებზე. გაიგეს, რა უნდა გაითვალისწინონ მცენარისთვის ქოთნის შერჩევის პროცესში. თეორიული კომპონენტის გაცნობის შემდეგ კი თემატური დეკორაციები და მინი ბაღი შექმნეს. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის მსგავსი ტიპის აქტივობებს პერმანენტულ რეჟიმში ახორციელებს, რაც მოზარდებს დროის კონსტრუქციულად გატარებაში ეხმარება.

პირობითი მსჯავრდებულები სოციალურ საწარმო „კოდალაში“ დასაქმდნენ
28 ივლისი 2022

პირობითი მსჯავრდებულები სოციალურ საწარმო „კოდალაში“ დასაქმდნენ

პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები სოციალურ საწარმო „კოდალაში“ ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმდნენ და ფიქსირებულ ანაზღაურებას იღებენ. ისინი გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ, პროფესიულად გადამზადდნენ და გამოსაცდელი ვადაც წარმატებით გაიარეს. დასაქმებული პირობითი მსჯავრდებულების სამუშაო პირობებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე გაეცნენ. მათ, პრობაციონერების მიერ დამზადებული ხის სათამაშოები დაათვალიერეს და საწარმოს დირექტორის მხრიდან, სამუშაო პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამმხრივი თანამშრომლობა, რომელიც პირობითი მსჯავრდებულების დასაქმებას ითვალისწინებს მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად, საწარმოში მუშაობის შესაძლებლობა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ სხვა პირებსაც შეეძლებათ.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღე პირველად აღინიშნა
25 ივლისი 2022

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღე პირველად აღინიშნა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღე პირველად აღინიშნა უწყების თანამშრომლებს პროფესიული დღე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიულოცა. მინისტრმა განხორციელებული პროექტები შეაჯამა და თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა უწყების საქმიანობის შედეგები და განვითარების ხედვა გააცნო თანამშრომლებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ. მან ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებაზე, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურულ განახლებასა და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. გასული ერთი წლის მანძილზე დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის მიმართულებით არაერთი დაპირება შესრულდა: შეიქმნა ევროპაში პირველი ინოვაციური მოწყობილობა „Probbox“ - პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა, რომელიც პრობაციის სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასა და ანონიმურობას უზრუნველყოფს. ამ დროისათვის „Probbox“ საქართველოს 7 ქალაქში იუსტიციის სახლებსა და მუნიციპალურ შენობაშია განაწილებული, სამომავლოდ კი მისი რიცხვი 250-მდე გაიზრდება; იმერეთის პრობაციის რეგიონული ბიუროს განახლებული ოფისი გაიხსნა ქუთაისში, მუნიციპალური ოფისები კი - ზესტაფონსა და თერჯოლაში. გარდაბნის, სიღნაღის, კასპისა და ჩხოროწყუს პრობაციის ოფისები ამავე ქალაქების იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსდა; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პირველი რეგიონული ოფისი ამოქმედდა ქუთაისში; გაძლიერდა ადამიანური რესურსი - პრობაციის ოფიცერთა რაოდენობა 12%-ით, სოციალური მუშაკების რაოდენობა 26%-ით, ხოლო ფსიქოლოგების რაოდენობა 67%-ით გაიზარდა. შემუშავდა პრობაციის ოფიცერთა ეთიკის კოდექსი; 4 ახალი სარეაბილიტაციო პროგრამა დაინერგა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით. განრიდების პროგრამებში 577 არასრულწლოვანი და 21 წლამდე სრულწლოვანი ჩაერთო. წარმატებული მედიაციის მაჩვენებელმა კი სტატისტიკურად ყველაზე მაღალი - 67% შეადგინა; სააგენტოს ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობისთვის, მემორანდუმები გაფორმდა სახელმწიფო დასაქმების სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. შრომამისჯილი პირების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართულობისა და სასჯელის მოხდის შემდგომ, მათი დასაქმების ხელშეწყობისთვის, მემორანდუმები გაფორმდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიებთან; შინაპატიმრობის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შეიქმნა მობილური და 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგის ჯგუფები. ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და ბიუროს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ წარმატებული პროფესიონალები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სააგენტოს თანამშრომლები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.