პროექტ “კინოკლუბის“ ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის კინოჩვენება გრძელდება
21 October 2022

პროექტ “კინოკლუბის“ ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის კინოჩვენება გრძელდება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ორგანიზებით, საგანმანათლებლო პროექტ “კინოკლუბის“ ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის კინოჩვენება გრძელდება. მოზარდებმა საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში თანამედროვე ქართველი რეჟისორის დათა ფირცხალავას ფილმი „მამა“ ნახეს. ჩვენების დაწყებამდე ბენეფიციარებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ მიმართეს. მათ პიროვნული განვითარების პროცესში ხელოვნების როლსა და რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობისთვის სააგენტოს პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საგანმანათლებლო პროექტი „კინოკლუბი“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან კინომცოდნეებისა და ფსიქოლოგების მიერ შერჩეული ქართული, უცხოური მხატვრული და ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები. სეანსის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებს მოწვეულ სტუმართან ერთად, კინოსურათის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ. არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და შემოქმედებით პოტენციალის განვითარებას ემსახურება.

მომავალი მედიატორების გადამზადება დაიწყო
19 October 2022

მომავალი მედიატორების გადამზადება დაიწყო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მომავალი მედიატორების გადამზადებას იწყებს. სასერტიფიკატო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მედიატორთა რეესტრში ჩარიცხული პირები, პროფესიული მენტორობის პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. წარმატებულ კურსდამთავრებულებთან კი, შრომითი ხელშეკრულების გაფორმება იქნება შესაძლებელი. სასერტიფიკატო კურსი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ გახსნეს. მათ მომავალ სპეციალისტებს მედიატორთა რეესტრში ჩარიცხვა მიულოცეს და ადამიანური რესურსის განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებს გაუსვეს ხაზი. ევროკავშირის პროექტის - „AA FACILITY II“ ხელმძღვანელმა იოლანტა ტაჩინსკამ გამოსვლისას მედიაციის მექანიზმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მომავალ მედიატორებს სიტყვით მიმართა განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსმა მორის ბარამიამ. სისხლის სამართლის მედიატორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რეესტრის წარმოებისა და ჩარიცხვის წესი 2021 წლიდან მოქმედებს. ის სპეციალურად გადამზადებულ, სათანადო კვალიფიკაციის მქონე სისხლის სამართლის მედიატორთა რეესტრის წარმოებასა და მედიატორთა ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნა
17 October 2022

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნა

გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები მოაწყო. „მედიათეკაში“ გამართულ შეხვედრაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ბენეფიციარებს გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა. ლადო ხელაძე მოზარდებს განათლების შესაძლებლობებზე ესაუბრა და ამ მიმართულებით ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ცენტრის ბენეფიციარებთან საუბრისას გოგონათა შესაძლებლობებისა და პროფესიული განვითარების საკითხებს შეეხო ტელეწამყვანი გვანცა დარასელია. მოწვეულმა სტუმარმა მოზარდებს ამ მიმართულებით პირადი გამოცდილება გაუზიარა. ღონისძიების მიწურულს სააგენტოს უფროსმა ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. გოგონათა საერთაშორისო დღე მეათე წელია, აღინიშნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის ღონისძიებების კვირეული მოაწყო. მოზარდები სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებს გაეცნენ.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის კინოჩვენებას განაგრძობს
12 October 2022

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის კინოჩვენებას განაგრძობს

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის კინოჩვენებას განაგრძობს. ანიმაციების შემდეგ, პროექტ „კინოკლუბის“ ფარგლებში, მოზარდებმა კომედიური ჟანრის სურათი - „ოქროს ციებ-ცხელება“ ნახეს. სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის კინოჩვენებას პერიოდულად მართავს. ამჯერად მორიგი ათი სეანსი ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, განსხვავებული კონცეფციით დაიგეგმა. კერძოდ, მოზარდებისთვის სხვადასხვა ჟანრის ფილმები კინემატოგრაფიული ღირებულებებით შეირჩა, რათა შინაარსობრივ ნაწილთან ერთად, კინოჩვენებას საგანმანათლებლო დატვირთვაც მიეცეს. პროექტი „კინოკლუბი“ ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და შემოქმედებით პოტენციალის განვითარებას ემსახურება.

შეხვედრა  სამეგრელო-ზემო სვანეთის, აბაშისა და სენაკის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
11 October 2022

შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის, აბაშისა და სენაკის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში თანამშრომლებს სისტემაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და სამოქმედო გეგმა განიხილა. ლადო ხელაძემ პრობაციის ბიუროს თანამშრომლების საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ პერსონალისგან მიიღო. შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებისკენ მიმართულ აქტივობებზე ისაუბრა. ლადო ხელაძემ თანამშრომლებს ინფორმაცია იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზეც გააცნო, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. რეგიონში პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი სიახლეები და ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს

არასრულწლოვანი ბენეფიციარები „მწვანე გაკვეთილში“ ჩაერთნენ
04 October 2022

არასრულწლოვანი ბენეფიციარები „მწვანე გაკვეთილში“ ჩაერთნენ

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ბოტანიკურ სივრცეს ესტუმრნენ და „მწვანე გაკვეთილში“ ჩაერთნენ. მოზარდები „გარდენიაში“ მცენარეების მოვლის წესებს გაეცნენ. მიიღეს ინფორმაცია ხე-მცენარეების მნიშვნელობაზე, ნიადაგსა და მის ტიპებზე. გაიგეს, რა უნდა გაითვალისწინონ მცენარისთვის ქოთნის შერჩევის პროცესში. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ არასრულწლოვნები პრაქტიკულ სწავლებაშიც ჩაერთნენ. მოზარდებმა საკუთარი ხელით მოხატულ ქოთნებში ყვავილები ჩარგეს. აქტივობის დასრულების შემდეგ კი, ნამუშევრებით დასაჩუქრდნენ. მსგავსი ტიპის აქტივობები მოზარდებს განწყობის ამაღლებასა და დროის კონსტრუქციულად გატარებაში ეხმარებათ.

საქართველოს დელეგაცია პრობაციის მეხუთე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს
30 September 2022

საქართველოს დელეგაცია პრობაციის მეხუთე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე, კვლევისა და სერვისების დეპარტამენტის უფროსი იასონ ნაჭყებია და მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ტყეშელაშვილი კანადაში მიმდინარე კონგრესზე მოხსენებებით წარდგნენ. მოხსენებისას გამომსვლელებმა პრობაციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური გამოგონება - პრობბოქსი წარადგინეს, ყურადღება გამახვილდა რისკისა და საჭიროებების შეფასების პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა RNA-სა და ბენეფიციართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის შესაძლებლობებზე. მოხსენების დასრულების შემდეგ დისკუსიაც გაიმართა. პრობაციონერებისთვის შექმნილმა ინოვაციამ აუდიტორიის დაინტერესება გამოიწვია და გამოგონების შესახებ მეტი ინფორმაციის გაცნობის მიზნით, კონგრესის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურად დეტალური განხილვა ჩაინიშნა. პრობაციის მეხუთე მსოფლიო კონგრესი კანადის დედაქალაქ ოტავაში, 28 სექტემბერს გაიხსნა და 1-ელ ოქტომბერს დაიხურება.

კულტურულ-შემეცნებითი ტური მოზარდებისთვის
28 September 2022

კულტურულ-შემეცნებითი ტური მოზარდებისთვის

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მოაწყო. არასრულწლოვანი განრიდებული პირები და რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები თბილისის მუზეუმების გაერთიანება - ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ. მოზარდებმა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მუზეუმში დაცული მემორიალური ნივთები დაათვალიერეს. გაეცნენ პუბლიცისტის პირად არქივებს და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილ ლიტერატურას. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში მოზარდებისთვის საგანმანათლებლო აქტივობები გაგრძელდება. სააგენტოს ბენეფიციარებს თბილისში არსებულ სხვა მუზეუმების მონახულების შესაძლებლობაც ექნებათ. შემეცნებითი ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აქტივობა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით განხორციელდა.

ქართული ანიმაციების ჩვენება არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის გრძელდება
23 September 2022

ქართული ანიმაციების ჩვენება არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის გრძელდება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში ბენეფიციარებისთვის თანამედროვე ქართული ანიმაციების ჩვენება გრძელდება. სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, მოზარდებმა თანამედროვე რეჟისორის სურათი ნახეს და სეანსის დასრულების შემდეგ, ავტორთან ერთად განიხილეს. არჩილ კუხიანიძემ ცენტრის ბენეფიციარებს ანიმაციის შექმნის ტექნიკური მხარე გააცნო. საგანმანათლებლო პროექტი „კინოკლუბი“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან კინომცოდნეებისა და ფსიქოლოგების მიერ შერჩეული ქართული, უცხოური მხატვრული და ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები. არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას ემსახურება.