ქართული ანიმაციების ჩვენება არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის გრძელდება
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში ბენეფიციარებისთვის თანამედროვე ქართული ანიმაციების ჩვენება გრძელდება. სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, მოზარდებმა თანამედროვე რეჟისორის სურათი ნახეს და სეანსის დასრულების შემდეგ, ავტორთან ერთად განიხილეს. არჩილ კუხიანიძემ ცენტრის ბენეფიციარებს ანიმაციის შექმნის ტექნიკური მხარე გააცნო.
საგანმანათლებლო პროექტი „კინოკლუბი“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან კინომცოდნეებისა და ფსიქოლოგების მიერ შერჩეული ქართული, უცხოური მხატვრული და ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები.
არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას ემსახურება.