არასრულწლოვანი ბენეფიციარები რუსთაველის ეროვნულ თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები რუსთაველის ეროვნულ თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ. ტერენს მაკნელის პიესის მიხედვით დადგმული წარმოდგენით, მოზარდები მარია კალასის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს გაეცნენ. ცენტრის ბენეფიციარები თეატრში პროექტ „მოგზაურობის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ. ისინი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში ერთვებიან. მსგავსი ტიპის აქტივობები არასრულწლოვნებს საზოგადოებაში ინტეგრირებაში, სოციალურ ჩართულობასა და ინტერესების გაღრმავებაში ეხმარება. პროექტს რუსთაველის ეროვნული თეატრის მხარდაჭერით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება გრძელდება
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება გრძელდება. ამჯერად სააგენტოს ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ბიბლიოთერაპიის მიმართულებით გადამზადდნენ. ფსიქო-სოციალური და პრო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ხორციელდება. პარალელურად მიმდინარეობს ახალ პროგრამებზე სააგენტოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ფასილიტატორებად გადამზადება. ეს ცვლილება პრობაციის სისტემის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბენეფიციარებისთვის ხარისხიანი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების მიწოდებას ისახავს მიზნად. პროგრამების განახლება სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების სამუშაო ჯგუფის ინიციატივით ხორციელდება. მის მხარდაჭერას აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) უზრუნველყოფს. პროცესში დარგის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების - "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (GIP)“ და "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT)" ექსპერტები არიან ჩართული.
მემორანდუმი „აითი აკადემია სტეპ“-თან
ინფორმაციულ ტექნოლოგიებში სააგენტოს ბენეფიციართა მომზადებას „აითი აკადემია სტეპ“-ი უზრუნველყოფს. ამ მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ლადო ხელაძემ და „აითი აკადემია სტეპ“-ის დირექტორმა, მაკა მახათაძემ მოაწერეს. აკადემიის სპეციალისტები სააგენტოს ბენეფიციარებს არაერთ მიმართულებას შეასწავლიან, მათ შორის 2D გრაფიკას და UI/UX დიზაინს, 3D გრაფიკას და ანიმაციას, Frontend ვებ-პროგრამირებას, ინტერიერის დიზაინს, IT მხარდაჭერას და ციფრულ მარკეტინგს. სააგენტოსა და აკადემიას შორის არსებული თანამშროლობა ბენეფიციართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობების განვითარებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.
იმერეთის რეგიონში მედიაციის სივრცე გაიხსნა
დღეიდან იმერეთის რეგიონს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცე აქვს ახლად მოწყობილ სივრცეში მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. ადგილზე მედიაციის მონაწილე მხარეებისთვის უზრუნველყოფილია კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების პირობები. ამ დრომდე იმერეთის რეგიონში მედიაციის სივრცე არ არსებობდა, რის გამოც პროცესის წარმართვა მხოლოდ სხვა უწყებების სივრცეში იყო შესაძლებელი. რეგიონში პირველი მედიაციის სივრცის გახსნა კი, მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას გაუმარტივებს. მედიაციის საერთო შეხვედრებისთვის მოწყობილი ფართი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ლადო ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში, ბუბა ლომუაშვილი და ლადო ხელაძე იმერეთის პრობაციის ბიუროში და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ქუთაისის ოფისშიც იმყოფებოდნენ, სადაც პრობაციის ოფიცრებთან, ფსიქოლოგებთან და სოციალურ მუშაკებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.
უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმას დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების გეგმას დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა, მოწვეულ სტუმრებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სააგენტოს განვითარების პროცესში, პარტნიორი ქვეყნების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით, 2022-2026 წლებში, სააგენტო აქტიურად გააგრძელებს პერსონალზე ზრუნვას, ინფრასტრუქტურულ განახლებას, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის განვითარებას, მედიაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და ბენეფიციართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობების გაფართოებას. გაგრძელდება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით პრობაციის სისტემის მასშტაბური რეფორმა და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულება. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების განმტკიცებას, ასევე სააგენტოს სტრატეგიული კომუნიკაციების და კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას. პრეზენტაციის შემდეგ, მოწვეული სტუმრები პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლისა და მომსახურების ინოვაციური მოწყობილობის - PROBBOX-ის შესაძლებლობებს გაეცნენ. შეხვედრას აშშ-ს, გერმანიის, თურქეთის, ლიეტუვას, რუმინეთის, აზერბაიჯანის და იაპონიის საელჩოების, ასევე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
56 მსჯავრდებული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთო
56 მსჯავრდებული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთო. ისინი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სხვადასხვა ობიექტზე განაწილდნენ. თბილისის პარკინგი, ავტობაზები, ელექტრო-მექანიკური სამსახური, ცენტრალური საწყობი, გაერთიანებული სახელოსნო, ელ. დეპოები - ამ არეალებში, მსჯავრდებულები საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანს შრომით აანაზღაურებენ და სასჯელის მოხდის შემდგომ, დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. მათ სამუშაო პროცესს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ლადო ხელაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორთან, გიორგი შარკოვთან ერთად გაეცნო. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში მსჯავრდებულთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და სააგენტოს უფროსის მოადგილე ლადო ხელაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორს, გიორგი შარკოვსა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორს, დავით ფაჩულიას მიმდინარე წლის თებერვალში შეხვდნენ. შეთანხმების მიხედვით, მსჯავრდებულები, რომლებსაც სასჯელის ზომად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა აქვთ განსაზღვრული, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში განაწილდებოდნენ და წარმატებული საქმიანობის შემთხვევაში, სასჯელის მოხდის შემდგომ, დასაქმებას შეძლებდნენ. ინიციატივა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიან აღსრულებას, ბენეფიციართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამ მიზნით, 2021 წელს, იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი მემორანდუმები თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხაშურის, ბორჯომის, გურჯაანის, ყვარლის, თელავის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებთან გააფორმა. 2026 წლის ჩათვლით, მემორანდუმები ქვეყნის ყველა ქალაქთან და მუნიციპალიტეტთან გაფორმდება.
ურთიერთთანაშმრომლობა საზოგადოების უსაფრთხოების სფეროში
საზოგადოების უსაფრთხოების სფეროში თურქეთთან ურთიერთობა გაღრმავდება. სამომავლო თანამშრომლობის განსახილველად, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თურქეთის ელჩის მოადგილეს, ონურ სევიმს შეხვდნენ. ლადო ხელაძემ და გუგა მირიანაშვილმა თურქ დიპლომატს სააგენტოსა და ცენტრის საქმიანობა გააცნეს და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის განვითარების და მსჯავრდებულთა დასაქმების საკითხები განიხილეს. სააგენტოში, ელჩის მოადგილე პრობაციის ბიუროს თბილისის ოფისში და ელექტრონული მონიტორინგის ცენტრში იმყოფებოდა, სადაც პრობაციონერთა კონტროლის და მომსახურების ინოვაციური მოწყობილობის - PROBBOX-ის შესაძლებლობებს პირადად გაეცნო. შეხვედრისას, მხარეებმა დანაშაულის პრევენციის, პრობაციის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიებს და მსჯავრდებულთა მომზადება-გადამზადების მიმართულებებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.
მსჯავრდებულებისთვის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩართვის შესაძლებლობები გაფართოვდა
მსჯავრდებულებისთვის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩართვის შესაძლებლობები გაფართოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და სააგენტოს უფროსის მოადგილე ლადო ხელაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორს, გიორგი შარკოვსა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორს, დავით ფაჩულიას შეხვდნენ. მსჯავრდებულები, რომლებსაც სასჯელის ზომად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა აქვთ განსაზღვრული, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში განაწილდებიან და წარმატებული საქმიანობის შემთხვევაში, სასჯელის მოხდის შემდგომ, დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. ინიციატივა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარების მხრიდან საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამ მიზნით, 2021 წელს, იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი მემორანდუმები თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხაშურის, ბორჯომის, გურჯაანის, ყვარლის, თელავის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებთან გააფორმა. 2026 წლის ჩათვლით, მემორანდუმები ქვეყნის ყველა ქალაქთან და მუნიციპალიტეტთან გაფორმდება.