17 მარტი 2022

იმერეთის რეგიონში მედიაციის სივრცე გაიხსნა

იმერეთის რეგიონში მედიაციის სივრცე გაიხსნა
დღეიდან იმერეთის რეგიონს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცე აქვს
 
ახლად მოწყობილ სივრცეში მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. ადგილზე მედიაციის მონაწილე მხარეებისთვის უზრუნველყოფილია კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების პირობები. ამ დრომდე იმერეთის რეგიონში მედიაციის სივრცე არ არსებობდა, რის გამოც პროცესის წარმართვა მხოლოდ სხვა უწყებების სივრცეში იყო შესაძლებელი. რეგიონში პირველი მედიაციის სივრცის გახსნა კი, მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას გაუმარტივებს.
 
მედიაციის საერთო შეხვედრებისთვის მოწყობილი ფართი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ლადო ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში, ბუბა ლომუაშვილი და ლადო ხელაძე იმერეთის პრობაციის ბიუროში და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ქუთაისის ოფისშიც იმყოფებოდნენ, სადაც პრობაციის ოფიცრებთან, ფსიქოლოგებთან და სოციალურ მუშაკებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

მსგავსი სიახლეები