მემორანდუმი „აითი აკადემია სტეპ“-თან
ინფორმაციულ ტექნოლოგიებში სააგენტოს ბენეფიციართა მომზადებას „აითი აკადემია სტეპ“-ი უზრუნველყოფს. ამ მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ლადო ხელაძემ და „აითი აკადემია სტეპ“-ის დირექტორმა, მაკა მახათაძემ მოაწერეს.
აკადემიის სპეციალისტები სააგენტოს ბენეფიციარებს არაერთ მიმართულებას შეასწავლიან, მათ შორის 2D გრაფიკას და UI/UX დიზაინს, 3D გრაფიკას და ანიმაციას, Frontend ვებ-პროგრამირებას, ინტერიერის დიზაინს, IT მხარდაჭერას და ციფრულ მარკეტინგს.
სააგენტოსა და აკადემიას შორის არსებული თანამშროლობა ბენეფიციართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობების განვითარებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.