შეხვედრა სამტრედიის, ლანჩხუთის, ფოთისა და ქობულეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
სააგენტოს სამოქმედო გეგმა, დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერება და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა ლადო ხელაძემ სამტრედიის, ლანჩხუთის, ფოთისა და ქობულეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი პერსონალის სამუშაო გარემოსა და საჭიროებებს პირადად გაეცნო. სააგენტოს უფროსმა თანამშრომლებს იმ მნიშვნელოვან პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის არსებული სიახლეები და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
შეხვედრა ზესტაფონის, თერჯოლისა და ამბროლაურის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამშრომლებს სისტემაში დაგეგმილ სიახლეებს აცნობს. ლადო ხელაძე ზესტაფონის, თერჯოლისა და ამბროლაურის პრობაციის ბიუროებში იმყოფებოდა. მან თანამშრომლების სამუშაო გარემო ადგილზე მოინახულა და მათ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სამოქმედო გეგმა განიხილა. თანამშრომლებს ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებას ემსახურება. შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი სიახლეებიც განიხილეს.
ამბროლაურში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურში, საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. #ევროპისკენ - ამ სლოგანის ქვეშ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობა სააგენტოს მიღწევებს გაეცნო. სპეციალურ სივრცეში წარმოდგენილი იყო პრობაციონერებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობა - Probbox-ი, რომლის საშუალებითაც პირობით მსჯავრდებულებისთვის სერვისების მიწოდება ალტრენატიული სივრცეებიდან არის შესაძლებელი. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობას, რომლითაც შინაპატიმრობა აღსრულდება. მიეღო ინფორმაცია სარეაბილიტაციო პროგრამებზე და დაათვალიერებინა ბენეფიციარების ნამუშევრები. პავილიონში პირობით მსჯავრდებულთა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების ნამუშევრები - ხის ხელნაკეთი მანქანები, ნივთები და აქსესუარები იყო წარმოდგენილი. დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურში იუსტიციის სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა ყველა უწყებამ საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნა.
შეხვედრა გორისა და ხაშურის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
სისტემაში დაგეგმილი სიახლეების გაცნობის მიზნით, თანამშრომლებთან შეხვედრები გრძელდება. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გორისა და ხაშურის პრობაციის ბიუროებში იმყოფებოდა. ლადო ხელაძე თანამშრომლების სამუშაო გარემოსა და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო. თანამშრომლებთან შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სააგენტოს სამოქმედო გეგმა განიხილა. თანამშრომლებს იმ მნიშვნელოვან პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შეხვედრაზე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები, პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის არსებული სიახლეები და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
მემორანდუმი „World Vision’’-თან
ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით, სასწავლო ტრენინგები და პროგრამები განხორციელდება. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო „World Vision’’-თან ერთობლივ პროექტს იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში, ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები გატარდება. დაინერგება მათი გაძლიერებისთვის საჭირო ტრენინგ მოდულები. სასწავლო აქტივობები ახალგაზრდებს შესაბამისი ცოდნის მიღებასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ და ,,World Vision’’-ის პროგრამების დირექტორმა, ეკატერინე გურგენაძემ მოაწერეს ხელი.
შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამშრომლებს სისტემაში დაგეგმილ სიახლეებს აცნობს. ლადო ხელაძე დღეს მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროში იმყოფებოდა. მან თანამშრომლების სამუშაო გარემო ადგილზე მოინახულა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სამოქმედო გეგმა განიხილა. თანამშრომლებს ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი სიახლეებიც განიხილეს.
არასრულწლოვანი ბენეფიციარები ვეტერინარის პროფესიას გაეცნენ
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ვეტერინარიით დაინტერესებული ბენეფიციარები პროფესიის სპეციფიკას კლინიკა „ვეტჰაუს“-ში გაეცნენ. დაათვალიერეს საოპერაციო და სარეაბილიტაციო სივრცეები. მოგვიანებით კი, ცხოველების მოვლის პროცესში სპეციალისტის ზედამხედველობით ჩაერთნენ. კლინიკაში ვიზიტი ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით, ვეტერინარის პროფესიის გაცნობის მიზნით დაიგეგმა. პროექტი „მე გავხდები პროფესიონალი“ ცენტრის დაარსებიდან ხორციელდება. არასრულწლოვნები პერიოდულად სხვადასხვა დაწესებულებას სტუმრობენ. სამუშაო გარემოში პროფესიის გაცნობა მათ სპეციალობის არჩევაში ეხმარებათ.
იუსტიციის მინისტრის შეხვედრა სააგენტოს თანამშრომლებთან
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო დანაშაულის პრევენციის მიმართულებას აძლიერებს. ამ მიზნით უწყება ახალ პროექტს უახლოეს მომავალში წარადგენს. პრიორიტეტული მიმართულების განვითარების აუცილებლობაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა სააგენტოს ახალ ხელმძღვანელ ლადო ხელაძესა და უწყების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს განვითარების სტრატეგია განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს გაეცნო
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს ეცნობა. ამ მიზნით, დელეგაციის წევრები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ესტუმრნენ. სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ მათ პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის და შინაპატიმრობის ელ. მონიტორინგის აღსრულებაზე მიაწოდა ინფორმაცია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები პირობით მსჯავრდებულებისთვის შექმნილ ინოვაციურ მოწყობილობას „PROBBOX”-ს გაეცნენ. მოისმინეს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა, ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, ასევე, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებზე. სომხეთის რესპუბლიკის პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელ გევორგ სიმონიანთან და სისტემის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები რუსთავში, პრობაციის ბიუროს ესტუმრებიან. სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით, 29 აპრილამდე დარჩება.