04 ოქტომბერი 2022

არასრულწლოვანი ბენეფიციარები „მწვანე გაკვეთილში“ ჩაერთნენ

არასრულწლოვანი ბენეფიციარები „მწვანე გაკვეთილში“ ჩაერთნენ
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ბოტანიკურ სივრცეს ესტუმრნენ და „მწვანე გაკვეთილში“ ჩაერთნენ.
 
მოზარდები „გარდენიაში“ მცენარეების მოვლის წესებს გაეცნენ. მიიღეს ინფორმაცია ხე-მცენარეების მნიშვნელობაზე, ნიადაგსა და მის ტიპებზე. გაიგეს, რა უნდა გაითვალისწინონ მცენარისთვის ქოთნის შერჩევის პროცესში. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ არასრულწლოვნები პრაქტიკულ სწავლებაშიც ჩაერთნენ. მოზარდებმა საკუთარი ხელით მოხატულ ქოთნებში ყვავილები ჩარგეს. აქტივობის დასრულების შემდეგ კი, ნამუშევრებით დასაჩუქრდნენ.
 
მსგავსი ტიპის აქტივობები მოზარდებს განწყობის ამაღლებასა და დროის კონსტრუქციულად გატარებაში ეხმარებათ.

მსგავსი სიახლეები