11 ოქტომბერი 2022

შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის, აბაშისა და სენაკის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან

შეხვედრა  სამეგრელო-ზემო სვანეთის, აბაშისა და სენაკის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში თანამშრომლებს სისტემაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და სამოქმედო გეგმა განიხილა. ლადო ხელაძემ პრობაციის ბიუროს თანამშრომლების საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ პერსონალისგან მიიღო.
 
შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებისკენ მიმართულ აქტივობებზე ისაუბრა. ლადო ხელაძემ თანამშრომლებს ინფორმაცია იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზეც გააცნო, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
 
რეგიონში პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი სიახლეები და ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს

მსგავსი სიახლეები