არასრულწლოვანი ბენეფიციარები სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ
06 დეკემბერი 2022

არასრულწლოვანი ბენეფიციარები სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამები გრძელდება. ცენტრის ხელშეწყობით ბენეფიციარები სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ. მოზარდები სპორტული ორთაბრძოლის სახეობას მწვრთნელის დახმარებით დაეუფლებიან. დაინტერესებული არასრულწლოვნები მომზადებას კიკბოქსინგის კლუბ „მებრძოლის“ ბაზაზე გაივლიან. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამები მოზარდების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას და რესოციალიზაციის ხელშეწყობას ემსახურება.

ქართულ-აზერბაიჯანული ფორუმი
04 დეკემბერი 2022

ქართულ-აზერბაიჯანული ფორუმი

პრობაციის სისტემის გაძლიერება, ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთდახმარება იყო ქართულ-აზერბაიჯანული ფორუმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ პრობაციონერებისთვის შექმნილ ინოვაციურ გამოგონებასა და საზოგადოების უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველი სამართლებრივი ფორუმი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გახსნეს. ღონისძიების მიზანს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავება წარმოადგენდა. სამართლებრივ ფორუმში საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრების მოადგილეები, სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის და ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება.

არასრულწლოვანი ბენეფიციარები არტ-თერაპიაში ჩაერთნენ
03 დეკემბერი 2022

არასრულწლოვანი ბენეფიციარები არტ-თერაპიაში ჩაერთნენ

სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები არტ-თერაპიაში ჩაერთნენ. პროექტის ფარგლებში, მოზარდები ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას დაეუფლებიან. ჩაერთვებიან კერამიკის მასტერკლასებში, შექმნიან ხელნაკეთ ნივთებს და ფერწერულ ნამუშევრებს. სესიები მოზარდებს ემოციური ცნობიერების ამაღლებაში, თვითგამოხატვასა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება. სესიების დასრულების შემდეგ, სააგენტოს სპეციალისტებს პრაქტიკულ სამუშაოებში გამოყენებისთვის არტ-თერაპიის სახელმძღვანელო გადაეცემათ. არტ-თერაპიის პროექტს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და არასამთავრობო ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს.

აივ ინფექცია/შიდსსა და C ჰეპატიტზე ბენეფიციარებს სკრინინგი ჩაუტარდათ
02 დეკემბერი 2022

აივ ინფექცია/შიდსსა და C ჰეპატიტზე ბენეფიციარებს სკრინინგი ჩაუტარდათ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარებს სკრინინგი ჩაუტარდათ. ამისთვის, სააგენტოს ტერიტორიაზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, მოძრავი ამბულატორია იყო მობილიზებული. აივ ინფექცია/შიდსსა და C ჰეპატიტზე ტესტირება „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ მხარდაჭერით განხორციელდა. სკრინინგის აქციაში სააგენტოს ბენეფიციარებთან ერთად პერსონალიც ჩაერთო. ,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით მოსახლეობის სკრინინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ტესტირების კვირეული შიდსის მსოფლიო დღეს უკავშირდება.

მედიატორებთან შეხვედრა აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების შესაძლებლობებზე
30 ნოემბერი 2022

მედიატორებთან შეხვედრა აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების შესაძლებლობებზე

აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობებზე მედიატორებთან შეხვედრა შედგა. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა სპეციალისტებს წარმატებული მედიაციის მაჩვენებლებისთვის მადლობა გადაუხადა. ლადო ხელაძემ ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით აღჭურვილი მედიაციის სივრცე წლის ბოლომდე კიდევ ორ მუნიციპალიტეტში იქნება ხელმისაწვდომი. 2022 წლის განმავლობაში მედიაციის სივრცე ქუთაისში, ხაშურსა და ოზურგეთში გაიხსნა. განრიდებისა და მედიაციის გამოწვევებზე მსჯელობა მედიატორების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრის ფორმატშიც გაგრძელდება. ჩატარდება ინტერვიზიის სესიები, სადაც მედიატორები კონკრეტული საქმის შესახებ იმსჯელებენ. მსგავსი აქტივობები სპეციალისტებს საუკეთესო პრაქტიკის

შეხვედრა რუსთავისა და გარდაბნის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
29 ნოემბერი 2022

შეხვედრა რუსთავისა და გარდაბნის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან

პრობაციის ოფიცრის როლის გაძლიერებისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს რეგიონული ოფისების თანამშრომლები გაეცნენ. რუსთავისა და გარდაბნის პრობაციის ბიუროს პერსონალს ინფორმაცია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მიაწოდა. ლადო ხელაძე 2023 წლის განმავლობაში პრობაციის ოფიცრის ინსტიტუციური გაძლიერებისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებს შეეხო. რეგიონში პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი სიახლეები და ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს. ცვლილებების გაცნობის შემდეგ, სააგენტოს უფროსი პერსონალის საჭიროებებს გაეცნო.

არასრულწლოვანი ბენეფიციარები ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
25 ნოემბერი 2022

არასრულწლოვანი ბენეფიციარები ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები გრძელდება. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, უწყების არასრულწლოვანი ბენეფიციარები თბილისის მუზეუმების გაერთიანების ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. გიდის დახმარებით ბალეტმაისტერის, მოცეკვავისა და ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის შემოქმედებას გაეცნენ. დაათვალიერეს ბალერონის პირადი ნივთები, სასცენო კოსტუმები და მის შესახებ არსებული დოკუმენტური მასალა. შემეცნებითი ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აქტივობები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ინიციატივითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით ხორციელდება.

კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები გრძელდება
19 ნოემბერი 2022

კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები გრძელდება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები გრძელდება. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, უწყების ბენეფიციარები თბილისის მუზეუმების გაერთიანების კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ. მოზარდებმა მუზეუმში დაცული მხატვრისა და ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის, ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები - მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, ხელნაწერები, ფოტომასალა, შემოქმედებითი მემკვიდრეობა და აღმოსავლეთმცოდნეობის დარგის იშვიათი გამოცემები დაათვალიერეს. შემეცნებითი ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი არტ-თერაპიის მეთოდს ნერგავს
18 ნოემბერი 2022

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი არტ-თერაპიის მეთოდს ნერგავს

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარების რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის მიზნით, არტ-თერაპიის მეთოდს ნერგავს. პროექტის ფარგლებში, მოზარდები ხატვას, ძერწვას, ქარგვას და ხელნაკეთი ნივთების შექმნას შეისწავლიან. ცენტრი შემეცნებითი წიგნებით, სამაგიდო თამაშებითა და სხვა საჭირო ინვენტარით სრულად აღიჭურვა. პროექტი ბენეფიციარებს შემოქმედებითი უნარების განვითარებაში, ცოდნის შეძენასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. არტ-თერაპიის მეთოდი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით დაინერგა.