არასრულწოვანთა რეფერირების ცენტრის კახეთის რეგიონის ადგილობრივი ბენეფიციარებისთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გასართობი ღონისძიება გაიმართა
29 მაისი 2024

არასრულწოვანთა რეფერირების ცენტრის კახეთის რეგიონის ადგილობრივი ბენეფიციარებისთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გასართობი ღონისძიება გაიმართა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო-გასართობი აქტივობების ციკლს იწყებს.არასრულწოვანთა რეფერირების ცენტრის კახეთის რეგიონის ადგილობრივი ბენეფიციარებისთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გასართობი ღონისძიება გაიმართა. მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს პინიატების მასტერკლასში და ტრენერის დახმარებით თავად დაამზადეს ისინი.ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით კომპანია „ქრაფთთან“ თანამშრომლობით გაიმართა და მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას.

ოჯახის საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისთვის ფსიქოლოგ ნინო ბუაძესთან შეხვედრით აღნიშნა
16 მაისი 2024

ოჯახის საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისთვის ფსიქოლოგ ნინო ბუაძესთან შეხვედრით აღნიშნა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ოჯახის საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისთვის ფსიქოლოგ ნინო ბუაძესთან შეხვედრით აღნიშნა.ღონისძიება სალონური საუბრების ფორმატით განხორციელდა, სადაც საუბარი შეეხო ოჯახის როლსა და მნიშვნელობას პიროვნების განვითარების პროცესში.შეხვედრა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით „აზროვნების აკადემიაში“ გაიმართა .ოჯახის საერთაშორისო დღე 1993 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით დაადგინდა და ყოველწლიურად 15 მაისს აღინიშნება.

საქართველოს პრობაციის სისტემის მნიშნელოვან მიღწევებსა და ინიციატივებს ლიეტუვას დელეგაცია გაეცნო
07 მაისი 2024

საქართველოს პრობაციის სისტემის მნიშნელოვან მიღწევებსა და ინიციატივებს ლიეტუვას დელეგაცია გაეცნო

საქართველოს პრობაციის სისტემის მნიშნელოვან მიღწევებსა და ინიციატივებს ლიეტუვას დელეგაცია გაეცნო. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ ლიეტუვას იუსტიციის მინისტრის მოადგილე როკას უსცილასთან ინოვაციური პროექტების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა სააგენტოს საქმიანობის არაერთი მიმართულება, მათ შორის ინოვაციური ტექნოლოგია PROBBOX-ი, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისა და აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარება, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და ლიეტუვას პრობაციის სამსახურის უფროსი, რომას ოსტანავიჩიუსი. ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის წევრები ინოვაციური მოწყობილობის - PROBBOX-ის შესაძლებლობებს, თბილისის იუსტიციის სახლში, ადგილზე გაეცნენ.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ახალქალაქის ადგილობრივი ბენეფიციარები ანიმაციის შექმნას სწავლობენ
25 აპრილი 2024

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ახალქალაქის ადგილობრივი ბენეფიციარები ანიმაციის შექმნას სწავლობენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ახალქალაქის ადგილობრივი ბენეფიციარები ანიმაციის შექმნას სწავლობენ.ბენეფიციარები ანიმაციური სურათისთვის სიუჟეტს პედაგოგთან ერთად მოიფიქრებენ. დახატავენ პერსონაჟებს, მოამზადებენ კადრირებას და შექმნიან ანიმაციას. პროექტის ფარგლებში მონაწილეები მთელი წლის განმავლობაში, უნარებისა და სურვილის შესაბამისად, მიიღებენ დავალებებს და ანიმაციის რეჟისორის დახმარებით შეასრულებენ. პროცესის დასრულების შემდეგ კი ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართება. სასწავლო პროცესს რეჟისორი არჩილ კუხიანიძე წარმართავს.პროექტი „ანიმაციების ხელოვნება“ 2022 წელს დაიწყო. ერთობლივი მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა რეჟისორთან ერთად, უკვე შექმნეს კომიქსი - „მხატვარი კატოს ამბავი და ანიმაცია - „ტკბილი, ტკბილი ახალი წელი“ , „ახალი მეგობრები“ და ასევე, „ახალი წლის გმირი“, რომელიც სერბეთის მსოფლიო ბავშვთა ანიმაციის მერვე საერთაშორისო ფესტივალზე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას ეწვივნენ
24 აპრილი 2024

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას ეწვივნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას ეწვივნენ.ვიზიტის ფარგლებში მოზარდები გაეცნენ აღნიშნულ სპორტის სახეობაში ჩართული სპორტსმენების განვითარებისთვის მნიშვნელოვან სპორტულ ინვენტარსა და აკადემიის ინფრასტრუქტურას. მიიღეს რჩევები პროფესიონალი ტრენერებისგან.მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია.ვიზიტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და “საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით განხორციელდა”

საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს პრობაციის მეექვსე მსოფლიო კონგრესზე სესია დაეთმო
22 აპრილი 2024

საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს პრობაციის მეექვსე მსოფლიო კონგრესზე სესია დაეთმო

საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს პრობაციის მეექვსე მსოფლიო კონგრესზე სესია დაეთმო.დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა იასონ ნაჭყებიამ აუდიტორიას ტექნოლოგიებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სფეროში სააგენტოს მიერ განხორციელებული წარმატებული ინიციატივები გააცნეს.კონგრესზე განხილულ იქნა ინოვაციური ტექნოლოგია PROBBOX-ი, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, როგორც დაბალი რისკის პრობაციონერთა უნიკალური სარეაბილიტაციო შესაძლებლობა, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის და მისი ეროვნული მნიშვნელობა, ასევე, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისა და აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებაში მიღწეული შედეგები.ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) მიერ გამოქვეყნებული კვლევის პრეზენტაცია, სადაც საქართველოს პრობაციის სისტემას ცალკე ანგარიში ეძღვნება.მკვლევრების მოსაზრებით, პრობაციის სისტემა და მისი საქმიანობა საქართველოში მძლავრად არის განვითარებული და ეს პროცესი, რომელიც უკანასკნელ წლებში დაჩქარდა, განპირობებულია პოლიტიკური ნებით, საკანონმდებლო ჩარჩოს განმტკიცებით, სტრატეგიით, რეფორმების თანამიმდევრულობითა და საერთაშორისო პარტნიორების უწყვეტი მხარდაჭერით.პრობაციის მეექვსე მსოფლიო კონგრესი 16-18 აპრილს, ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში გაიმართა.

სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები „საქართველოს რაგბის კავშირის“ საწვრთნელ ბაზა „შევარდენს“ ეწვივნენ
04 აპრილი 2024

სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები „საქართველოს რაგბის კავშირის“ საწვრთნელ ბაზა „შევარდენს“ ეწვივნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები „საქართველოს რაგბის კავშირის“ საწვრთნელ ბაზა „შევარდენს“ ეწვივნენ.ვიზიტის ფარგლებში მოზარდები გაეცნენ ქართული რაგბის ისტორიას, ეროვნული ნაკრების წევრების ცხოვრების წესსა და პირობებს.ღონისძიება მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და „საქართველოს რაგბის კავშირს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავს არასრულწლოვანი ბენეფიციარების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებასა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა სისხლის უანგარო დონაციაში მიიღეს მონაწილეობა
02 აპრილი 2024

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა სისხლის უანგარო დონაციაში მიიღეს მონაწილეობა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა სისხლის უანგარო დონაციაში მიიღეს მონაწილეობა.სააგენტოს თანამშრომლებმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრალური ბანკისთვის სისხლი უსასყიდლოდ გაიღეს.აქციის მიზანი სისხლის დეფიციტის აღმოფხვრაა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ბენეფიციარების რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო პროექტებს განაგრძობს
01 აპრილი 2024

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ბენეფიციარების რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო პროექტებს განაგრძობს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ბენეფიციარების რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო პროექტებს განაგრძობს.არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრიის ბენეფიციარები კერამიკის სახელოსნო "ოთახ N16"-ში თიხაზე მუშაობის პროცესში ჩაერთნენ. მოზარდებმა საყოფაცხოვრებო ნივთები და დეკორატიული მასალები შექმნეს; მიიღეს ინფორმაცია თიხასთან მუშაობის სპეციფიკაზე.მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, მოზარდებისთვის ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია