16 მაისი 2024

ოჯახის საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისთვის ფსიქოლოგ ნინო ბუაძესთან შეხვედრით აღნიშნა

ოჯახის საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისთვის ფსიქოლოგ ნინო ბუაძესთან შეხვედრით აღნიშნა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ოჯახის საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისთვის ფსიქოლოგ ნინო ბუაძესთან შეხვედრით აღნიშნა.

ღონისძიება სალონური საუბრების ფორმატით განხორციელდა, სადაც საუბარი შეეხო ოჯახის როლსა და მნიშვნელობას პიროვნების განვითარების პროცესში.

შეხვედრა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით „აზროვნების აკადემიაში“ გაიმართა .

ოჯახის საერთაშორისო დღე 1993 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით დაადგინდა და ყოველწლიურად 15 მაისს აღინიშნება. 

მსგავსი სიახლეები