არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ახალქალაქის ადგილობრივი ბენეფიციარები ანიმაციის შექმნას სწავლობენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ახალქალაქის ადგილობრივი ბენეფიციარები ანიმაციის შექმნას სწავლობენ.
ბენეფიციარები ანიმაციური სურათისთვის სიუჟეტს პედაგოგთან ერთად მოიფიქრებენ. დახატავენ პერსონაჟებს, მოამზადებენ კადრირებას და შექმნიან ანიმაციას.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები მთელი წლის განმავლობაში, უნარებისა და სურვილის შესაბამისად, მიიღებენ დავალებებს და ანიმაციის რეჟისორის დახმარებით შეასრულებენ. პროცესის დასრულების შემდეგ კი ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართება. სასწავლო პროცესს რეჟისორი არჩილ კუხიანიძე წარმართავს.
პროექტი „ანიმაციების ხელოვნება“ 2022 წელს დაიწყო. ერთობლივი მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა რეჟისორთან ერთად, უკვე შექმნეს კომიქსი - „მხატვარი კატოს ამბავი და ანიმაცია - „ტკბილი, ტკბილი ახალი წელი“ , „ახალი მეგობრები“ და ასევე, „ახალი წლის გმირი“, რომელიც სერბეთის მსოფლიო ბავშვთა ანიმაციის მერვე საერთაშორისო ფესტივალზე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.