დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, არასრულწლოვანი ბენეფიციარები ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, არასრულწლოვანი ბენეფიციარები ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ.
მოზარდებმა დაათვალიერეს ექსპოზიცია, გაეცნენ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და ლიტერატურულ მოღვაწეობას. საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა ექსკურსიას და სპეციალური პროექტის „ჯადოსნური ფარანის“ პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა პოეტის ბიოგრაფია და შემოქმედება მოძრავი გამოსახულებებით შექმნილი ფილმის საშუალებით იხილეს.
სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული შემეცნებითი ღონისძიება ბენეფიციართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.