სიახლეები
არქივიმსჯავრდებული ქალებისთვის თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში იურიდიულ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციტივითა და იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერით მსჯავრდებული ქალებისთვის თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.შეხვედრების მიზანს ბენეფიციარებისთვის ქალთა უფლებების, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ასევე ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებების და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმების შესახებ ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე , მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. „ნარინჯისფერი კვირეული“ , რომელიც დეკემბერში აღინიშნება, გლობალური ინიციატივაა და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემატიკაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ფსიქიატრ დავით ზურაბაშვილთან შეხვედრა გაიმართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ფსიქიატრ დავით ზურაბაშვილთან შეხვედრა გაიმართა. ფსიქიატრმა არასრულწლოვნებთან ისაუბრა ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში; მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გავლენაზე; სტრესთან გამკლავებასა და პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნებაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, ყოველი მეოთხე ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე განიცდის ფსიქიკურ ან ნევროლოგიურ აშლილობას. ისეთი ფსიქოლოგიური მახასიათებლები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, ბიპოლარული აშლილობა და შიზოფრენია, საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობებია, ისინი გავლენას ახდენენ მილიონობით ადამიანზე, მსოფლიოს მასშტაბით.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ. კულტურულ - შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია მუზეუმში დაცულ ძვ. წ. XIX საუკუნიდან ახ. წ. XVIII საუკუნის ჩათვლით 28 771 ექსპონატსა და არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებულ მასალებზე. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის განხორციელებული შემეცნებითი ღონისძიებები მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მუზეუმში ვიზიტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და რუსთავის ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერით განხორციელდა.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, მულტიუწყებრივი შეხვედრები გაიმართა.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, მულტიუწყებრივი შეხვედრები გაიმართა. საჯარო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. განიხილეს რეფერირების მექანიზმის არსებული პრაქტიკა და სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმეს. შეხვედრები 2021 წლიდან ხორციელდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირების, ასევე კოორდინაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მულტიუწყებრივ შეხვედრებს, რომელიც გორში, ხაშურსა და ახალციხეში გაიმართა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, მანდატურის სამსახურის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.