თბილისსა და აჭარაში, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა და გენდერულ საკითხებზე მათი ცნობიერების ამაღლება. სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ინიციატივით, თბილისსა და აჭარაში, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ბენეფიციარებმა სტუმრებთან ერთად იმსჯელეს ადრეულ ასაკში ქორწინების საფრთხეებსა და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე. საინფორმაციო შეხვედრების მიზანი იყო ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლება არასრულწლოვანთა უფლებებზე და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით. ბათუმში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - ფსიქოლოგი, რომელიც არასრულწლოვნებს მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე ესაუბრა. თბილისში კი შეხვედრა პროექტ "ტელესკოლას" სამოქალაქო განათლების პედაგოგის ჩართულობით წარიმართა.
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის სპორტული ტურიზმის თემაზე გასვლითი შეხვედრა მოაწყო
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის ციხისძირის ტერიტორიაზე სპორტული ტურიზმის თემაზე გასვლითი შეხვედრა მოაწყო. ბენეფიციარები საველე პირობებში ქცევის წესებს გაეცნენ, მოისმინეს ლაშქრობის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაცია. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ მოლაშქრემ მოზარდებს გამოცდილება გაუზიარა. გასვლითი ღონისძიება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის პროექტ „ზაფხულის დღეების“ ფარგლებში მოაწყო. მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
დანაშაულისა პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის ფრენბურთის მატჩი გამართა
დანაშაულისა პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის ფრენბურთის მატჩი გამართა.შეჯიბრება ბათუმში ჩატარდა და მას პროფესიონალი მსაჯი უძღვებოდა. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები, სპორტული მაისურები და კეპები გადაეცათ.სპორტული შეჯიბრება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა პროექტ „ზაფხულის დღეების“ ფარგლებში მოაწყო. მსგავსი ტიპის აქტივობა ხელს უწყობს არასრულწლოვნების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესს, რაც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის სააგენტოს პრიორიტეტია. ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს უწყება სისტემატურად ახორციელებს.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ანიმაციის შექმნას სწავლობენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ანიმაციის შექმნას სწავლობენ. პროექტი მოზარდების რეაბილიტაციას, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას, მათთვის ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დახმარებას ემსახურება. ბენეფიციარები ანიმაციური სურათისთვის სიუჟეტს პედაგოგთან ერთად ამზადებენ და ქმნიან ანიმაციას. პროექტის ფარგლებში მონაწილეები, უნარებისა და სურვილის შესაბამისად, მიიღებენ დავალებებს და ანიმაციის რეჟისორის დახმარებით შეასრულებენ. პროცესის დასრულების შემდეგ კი ანიმაციის პრეზენტაცია გაიმართება. პროცესს ანიმაციის რეჟისორი არჩილ კუხიანიძე წარმართავს. პროექტი 2022 წელს დაიწყო. ერთობლივი მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა რეჟისორთან ერთად, უკვე შექმნეს ანიმაცია - „ახალი წლის გმირი“ და „ახალი მეგობრები“ და ასევე, კომიქსი - „მხატვარი კატოს ამბავი“.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა - ბორის თაყაიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისი. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სააგენტოს არასრულწლოვან ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ფსიქიატრის კონსულტირებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში მოხდება მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგიც. ბენეფიციარის ოჯახის წევრებთან განხორციელდება ფსიქოგანათლება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის ცენტრის ფსიქიატრები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტირებას გაუწევენ სააგენტოს ფსიქოლოგებს ბენეფიციარებისთვის მათზე მორგებული, ხარისხიანი სერვისის მიწოდების მიზნით. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ხელს შეუწყობენ ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისის დროულ ხელმისაწვდომობას, ცნობიერების ამაღლებასა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას.
სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” და ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” და ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრნენ.ვიზიტის ფარგლებში, არასრულწლოვნები გაეცნენ ცენტრ „დელტას“ საქმიანობას, დაათვალიერეს ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, მათ მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. ასევე, მოინახულეს ვაზიანის სამხედრო ბაზა და მიიღეს ინფორმაცია თავდაცვის ძალების შესახებ.დღის ბოლოს კი, ჯარისკაცებთან ერთად „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა. სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შემეცნებით-გასართობი სახის ღონისძიება თბილისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჩატარდა. მოწვეული სტუმრებისა და სააგენტოს თანამშრომლებისთვის მოეწყო არასრულწოვანი ბენეფიციარების მიერ შექმნილი კომიქსის - ,,მხატვარი კატოს ამბავი“-ს პრეზენტაცია. სპეციალურ სივრცეში გამოფენილი იყო საგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრები. ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო გასართობ პროგრამას, სადაც ბენეფიციარების გართობაზე ანიმატორებმა იზრუნეს. ღონისძიება მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას.
სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის გონიოს ციხეზე გასართობ - შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო-გასართობი აქტივობების ციკლს იწყებს. სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის გონიოს ციხეზე შემეცნებითი ტური მოეწყო და არასრულწლოვნები ანიმატორებთან ერთად გასართობ პროგრამაში ჩაერთნენ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კვირეულის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება, სადაც არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.
ჩოხატაურის მერიასთან მემორანდუმი გაფორმდა
პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დასაქმდებიან. სააგენტოს ბენეფიციარები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან. ბენეფიციართა დასაქმებას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და ჩოხატაურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია კუტუბიძემ მოაწერეს. მიმდინარე წელს, სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გააფორმა რუსთავის, თეთრიწყაროს, მარნეულის და ქობულეთის მერიებთან, რაც ბენეფიციართა დასაქმებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.