სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის გონიოს ციხეზე გასართობ - შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო-გასართობი აქტივობების ციკლს იწყებს.
სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის გონიოს ციხეზე შემეცნებითი ტური მოეწყო და არასრულწლოვნები ანიმატორებთან ერთად გასართობ პროგრამაში ჩაერთნენ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კვირეულის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება, სადაც არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.