20 ივლისი 2023

თბილისსა და აჭარაში, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

თბილისსა და აჭარაში, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა და გენდერულ საკითხებზე მათი ცნობიერების ამაღლება.
 
სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ინიციატივით, თბილისსა და აჭარაში, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
 
ბენეფიციარებმა სტუმრებთან ერთად იმსჯელეს ადრეულ ასაკში ქორწინების საფრთხეებსა და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე. საინფორმაციო შეხვედრების მიზანი იყო ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლება არასრულწლოვანთა უფლებებზე და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით.
 
ბათუმში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - ფსიქოლოგი, რომელიც არასრულწლოვნებს მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე ესაუბრა. თბილისში კი შეხვედრა პროექტ "ტელესკოლას" სამოქალაქო განათლების პედაგოგის ჩართულობით წარიმართა.

მსგავსი სიახლეები