ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შემეცნებით-გასართობი სახის ღონისძიება თბილისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჩატარდა.
მოწვეული სტუმრებისა და სააგენტოს თანამშრომლებისთვის მოეწყო არასრულწოვანი ბენეფიციარების მიერ შექმნილი კომიქსის - ,,მხატვარი კატოს ამბავი“-ს პრეზენტაცია. სპეციალურ სივრცეში გამოფენილი იყო საგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრები. ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო გასართობ პროგრამას, სადაც ბენეფიციარების გართობაზე ანიმატორებმა იზრუნეს.
ღონისძიება მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას.