აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა შედგა
02 მაისი 2023

აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა შედგა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაზე იმსჯელეს არასრულწლოვანთა რეფერირების, განრიდებისა და მედიაციის, შემთხვევის მართვის და ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. ხელმძღვანელმა პირებმა ბიუროს თანამშრომლებს ამავე მიმართულებებით არსებული უახლესი საერთაშორისო გამოცდილებაც გაუზიარეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სააგენტოს სისტემაში არსებული არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიცა - პრობაციის კოდექსი, პრობაციის ოფიცრებისთვის წოდებების აღდგენა, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი და მოხალისე პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვა, რომელიც პრობაციის ოფიცერს სამუშაოს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს. სამუშაო შეხვედრები, რომლებიც სააგენტოს მენეჯერული რგოლისა და სპეციალისტების კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად, წლის განმავლობაში პრობაციის ყველა რეგიონულ ბიუროში ჩატარდება.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო
29 აპრილი 2023

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო. სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ანზორ ბერიძესთან ერთად, იურიდიული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის მიზანი სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაცია და სისტემაში ახალი კადრების მოზიდვაა. სტუდენტები დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემის ძირითად მიმართულებებს და სააგენტოში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს გაეცნენ. განსაკუთრებული ინტერესი მოხალისე პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღების ინიციატივამ გამოიწვია, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მოხალისეობრივი საქმიანობის შემდეგ, პრობაციის ოფიცრად დასაქმდნენ; სააგენტოს კი - მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები. სააგენტო სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან შეხვედრებს მთელი წლის მანძილზე გამართავს.

რუსთავის მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
25 აპრილი 2023

რუსთავის მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პირველად მუნიციპალურ დონეზე, პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მოაწერეს. მემორანდუმის საფუძველზე, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად განაწილდებიან. სააგენტოს ბენეფიციარები რუსთავში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან. ასევე, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს სააგენტოს ბენეფიციარებისთვის ფსიქიატრისა და ნარკოლოგის პირველადი კონსულტაციის დაფინანსების მხარდაჭერაც.

რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საგანმანათლებლო პროექტები გრძელდება
24 აპრილი 2023

რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საგანმანათლებლო პროექტები გრძელდება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საგანმანათლებლო პროექტებს განაგრძობს.ამ მიზნით, ცენტრში ვიზიტი ხის სახელოსნო „ბამოს“ დამფუძნებლებმა განახორციელეს, რომელთა ხელშეწყობით, მოზარდებმა ბუნებრივი მასალისგან ხელნაკეთი ხის სახლები შექმნეს.მსგავსი აქტივობები მოზარდებს ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტები მოზარდების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ემსახურება.

შეხვედრა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტთან
21 აპრილი 2023

შეხვედრა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტთან

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ერეკლე ჭანტურიამ და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულება ევროპის საბჭოს ექსპერტს, მირიანა ვისნეტს გააცნეს. შეხვედრაზე ამ სფეროს განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საერთაშორისო ექსპერტი ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში, აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების საჭიროებებს იკვლევს. კვლევით კომპონენტთან ერთად პროექტი სხვა მნიშვნელოვან აქტივობებსაც ითვალისწინებს.

პირობით მსჯავრდებულებისთვის  მცირე მეწარმეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
18 აპრილი 2023

პირობით მსჯავრდებულებისთვის მცირე მეწარმეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

პრობაციონერთა რესოციალიზაციის ხელშეწყობისთვის, მცირე მეწარმეობის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები ინფორმაციას საგანმანათლებლო შეხვედრების ფორმატში გაეცნობიან. პირველი შეხვედრა პრობაციონერებთან თბილისში შედგა. უახლოეს მომავალში კი, რუსთავში, გორსა და ქუთაისში გაიმართება. პროექტი პრობაციონერებისთვის საქართველოში მცირე მეწარმეობის საზოგადოებრივ ორგანიზაციებში საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებას უკავშირდება, რაც მათ რესოციალიზაციაში დაეხმარებათ. პროექტს - „პრობაციონერთა ახალი შესაძლებლობებისთვის საქართველოში“ - ორგანიზაცია „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისთვის“ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის - „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს.

არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია “ასკანელში” იმყოფებოდნენ
13 აპრილი 2023

არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია “ასკანელში” იმყოფებოდნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ბენეფიციარებს მომავალი პროფესიის არჩევაში ეხმარება. ამ მიზნით, სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია “ასკანელში” იმყოფებოდნენ. მოზარდები საწარმოო პროცესს და “ასკანელის” დაარსების ისტორიას, სპეციალისტების დახმარებით გაეცნენ. მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას და სამომავლოდ, არასრულწლოვნებისთვის პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დახმარებას ისახავს მიზნად.

ა(ა)იპ  ‘’ამბრელასთან" შეთანხმება გაფორმდა
12 აპრილი 2023

ა(ა)იპ ‘’ამბრელასთან" შეთანხმება გაფორმდა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უწყების ახალგაზრდებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო ხასიათის პროექტები განხორციელდება. კერძოდ, სპეციალურ აქტივობებში ჩართვით, ხელი შეეწყობა მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, უზრუნველყოფილი იქნება ამ მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება. სპეციალისტები შეძლებენ, ჩაერთონ საერთაშორისო და ადგილობრივ საგანმანათლებლო პროექტებში. პროექტი ააიპ “ამბრელას” მხარდაჭერით განხორციელდება. შეთანხმებას სსიპ-დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და ააიპ ‘’ამბრელას’’ ხელმძღვანელმა სლავა მეჟდოიანმა მოაწერეს ხელი. მსგავსი პროექტები სააგენტოს მიერ, ბენეფიციარების რესოციალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართული ღონისძიებების ეფექტიანად აღსრულებას ისახავს მიზნად.

IT Academy Step - თან თანამშრომლობა ფართოვდება
07 აპრილი 2023

IT Academy Step - თან თანამშრომლობა ფართოვდება

ბენეფიციართა რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მათი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მომზადების შესაძლებლობები ფართოვდება. აკადემიის სპეციალისტები სააგენტოს ბენეფიციარებს 2D გრაფიკას, UI/UX დიზაინს, 3D გრაფიკას, ანიმაციას, Frontend ვებ-პროგრამირებას, ინტერიერის დიზაინს, IT მხარდაჭერას და ციფრულ მარკეტინგს შეასწავლიან. აღნიშნულის შესახებ შეთანხმება სააგენტოსა და „აითი აკადემია სტეპს“ შორის გასულ წელს შედგა. ამ დროის განმავლობაში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მოსამზადებლად სააგენტომ 50-მდე ბენეფიციარი გადაამისამართა. აღნიშნულის თაობაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე „აითი აკადემია სტეპის“ დირექტორ მაკა მახათაძეს შეხვდა. სააგენტოსა და აკადემიას შორის არსებული თანამშროლობა ბენეფიციართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობების განვითარებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.