დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა დეტალურად განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები, მათი კავშირი განრიდება-მედიაციის პროცესთან და მედიაციის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტების ეფექტიანად მოგვარებაში.
მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში იმართება და განრიდება-მედიაციის პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამართლებრივი კულტურის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ მედიატორები, რომლებმაც პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე სტუდენტებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.