სიახლეები
არქივი
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები მეხანძრე-მაშველის საქმიანობას გაეცნენ
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები მეხანძრე-მაშველის საქმიანობას გაეცნენ. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, სააგენტოს ბენეფიციარები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ესტუმრნენ. მონაწილეებმა დაათვალიერეს საგამოფენო სივრცე და მეხანძრე-მაშველის პროფესიის სპეციფიკას გაეცნენ - მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ აქტივობებში. ღონისძიების მიზანია ბენეფიციარები სხვადასხვა სპეციალობას გაეცნონ, რაც მათ მომავალი პროფესიული არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს. სააგენტო მსგავს აქტივობებს მომავალშიც განახორციელებს.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებზე სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამშრომლებს ძირითადი მიმართულებები, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო. განიხილეს ბიუროების მიმდინარე საქმიანობა, არსებული გამოწვევები და სამუშაო პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობები. ასევე, დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რაც სააგენტოს საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს, მოქნილსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის. გიორგი საჯაიამ, ასევე, მოისმინა სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლების მოსაზრებები.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ყურადღება დაეთმო გოგონათა უფლებებს, განათლების მიღების მნიშვნელობასა და თანაბარ შესაძლებლობებს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ადრეული ქორწინების რისკებზე, გენდერულ სტერეოტიპებსა და დისკრიმინაციის პრევენციაზე. შეხვედრის დასასრულს ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს არასრულწლოვანთა მხარდაჭერას, მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას. გოგონათა საერთაშორისო დღე გაერო-ს ინიციატივით, 2012 წლიდან აღინიშნება.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ. კულტურულ-შემეცნებითი პროექტის ფარგლებში განხორციელდა პროგრამა „სახალისო არქეოლოგია“. მოზარდებმა იმიტირებულ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა და მუზეუმში დაცულ არტეფაქტებსა და ეთნოგრაფიულ მასალებს გაეცნენ. სარეაბილიტაციო პროგრამა ბენეფიციართა ინტერესების განვითარებასა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. სააგენტო მსგავს აქტივობებს მომავალშიც განახორციელებს.