შეხვედრა ზესტაფონის, თერჯოლისა და ამბროლაურის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამშრომლებს სისტემაში დაგეგმილ სიახლეებს აცნობს. ლადო ხელაძე ზესტაფონის, თერჯოლისა და ამბროლაურის პრობაციის ბიუროებში იმყოფებოდა. მან თანამშრომლების სამუშაო გარემო ადგილზე მოინახულა და მათ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო.
შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სამოქმედო გეგმა განიხილა. თანამშრომლებს ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებას ემსახურება. შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი სიახლეებიც განიხილეს.