შეხვედრა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან
ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მენეჯმენტთან აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დირექტორატის თანამშრომლობის პროგრამების განყოფილების საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმართველოს ხელმძღვანელი მაჰირ მუშტეიდზადა სააგენტოს უფროსის მოადგილისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიღწევებს გაეცნო.
შეხვედრაზე ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტით - „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში” - გათვალისწინებული აქტივობები განიხილეს. ასევე, შეთანხმდნენ თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე.