საქართველოს პრობაციის სისტემაში სოციალური სისტემის გაძლიერების კუთხით განხორციელებულ რეფორმებს უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო
საქართველოს პრობაციის სისტემაში სოციალური სისტემის გაძლიერების კუთხით განხორციელებულ რეფორმებს უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის სოციალური დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესს, აგრეთვე კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებზე ორიენტირებულ პროგრამებს, რომლებიც მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.
აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებას, ასევე სააგენტოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე გაზიარებას.