16 ოქტომბერი 2023

ლატვიისა და მოლდოვის სახელმწიფო პრობაციის სამსახურებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა

ლატვიისა და მოლდოვის სახელმწიფო პრობაციის სამსახურებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიისა და მოლდოვის სახელმწიფო პრობაციის სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უზრუნველყოფს მემორანდუმის მხარეებს შორის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებისა და პრობაციის მიმართულებით კონკრეტულ თემატურ საკითხებზე ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

მემორანდუმების საფუძველზე მხარეები ითანამშრომლებენ ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობისთვის, დანაშაულის პრევენციის და პრობაციის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით, რომელიც მოიცავს შემდეგ სფეროებს: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, აღდგენითი მართლმსაჯულება, განრიდება და მედიაცია, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, სერვისები, მოხალისეობა, ელექტრონული მონიტორინგი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, პირობითი სასჯელი და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება, კვლევითი საქმიანობა და ინოვაციური ტექნოლოგიები.

დოკუმენტს ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ, ლატვიის სახელმწიფო პრობაციის სამსახურის უფროსმა - იმანც იურევიჩუსმა და მოლდოვას პრობაციის ეროვნული ინსპექტორატის დერექტორმა ვიორელ სოკირკამ მოაწერეს.

ვიდეოგალერეა

მსგავსი სიახლეები