კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები გრძელდება
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები გრძელდება.
სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, უწყების ბენეფიციარები თბილისის მუზეუმების გაერთიანების კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ. მოზარდებმა მუზეუმში დაცული მხატვრისა და ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის, ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები - მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, ხელნაწერები, ფოტომასალა, შემოქმედებითი მემკვიდრეობა და აღმოსავლეთმცოდნეობის დარგის იშვიათი გამოცემები დაათვალიერეს.
შემეცნებითი ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.