22 ოქტომბერი 2024

ხაშურში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა

ხაშურში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა

 

ხაშურში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა.

ცენტრის მიზანია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და სოციალიზაცია, ასევე, დანაშაულის პრევენცია, ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომით.
 
არასრულწლოვანთა რეფერირების ახალ ცენტრში ბენეფიციარების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ეფექტიანი განხორციელებისთვის ყველა პირობაა შექმნილი და შესაბამისი საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული.
 
რეფერირების ცენტრი გახსნა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი.
 
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი აქამდე თბილისში, ქუთაისში, თელავსა და ბათუმში არსებობდა. დღეიდან უკვე ხაშურში ფუნქციონირებს.
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.

ვიდეოგალერეა

მსგავსი სიახლეები