ქალთა საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ქალთა საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღნიშნა.
ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში - "ქალები წარსულიდან". გაეცნენ მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილ მრავალფეროვან მასალას, XIX საუკუნის კულტურულ და საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწე ქართველ ქალთა ისტორიებს და ასევე, ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის შეხედულებებს თანამედროვე ქალებსა და მათი უფლებების შესახებ.
შეხვედრის მიწურულს, მონაწილეებს სააგენტოს სახელით ყვავილები გადაეცათ.
ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალურ მუზეუმში განხორციელდა.