გამოცდილების გაზიარებისთვის პროფესიული სემინარი ჩატარდა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების, განრიდება-მედიაციის, ასევე, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება გრძელდება. ეს მიმართულებები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა პროფესიული სემინარის ფარგლებში განიხილეს.
საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროებს შორის დარგობრივი თანამშრომლობა ერთობლივი დეკლარაციითაა განსაზღვრული. მემორანდუმი და დეკლარაცია, სხვა მიმართულებებთან ერთად, პროფესიული სემინარის ფორმატში, უწყებებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.