19 ივნისი 2024

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და ევროკავშირის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს გაეცნენ

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და ევროკავშირის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს გაეცნენ

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და ევროკავშირის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს გაეცნენ.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა იასონ ნაჭყებიამ ღონისძიებაზე ტექნოლოგიებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით განხორციელებული ძირითადი ინიციატივები წარადგინეს.

ფორუმზე ყურადღება დაეთმო სააგენტოს მთავარ ინოვაციებს PROBBOX-ს, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსსა და დანაშაულის პრევენციის კურსს სკოლის მასწავლებელთათვის. ასევე, განხილულ იქნა არასრულწლოვანთა რეფერირებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში არსებული მიღწევები, რისკისა და საჭიროებებს შეფასების პროგრამული უზრუნველყოფა, შინაპატიმრობის აღსრულებაში ელექტრონული ზედამხედველობის პრაქტიკა და პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) ტექნოლოგიების ექსპერტთა ჯგუფში სააგენტოს საქმიანობა.

პრობაციის საერთაშორისო ფორუმი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გაიმართა. ღონისძიებაში, ქართულ მხარესთან ერთად, გაეროს, ევროკავშირისა და პრობაციის ევროპული კონფედერაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები