დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაზე არასრულწლოვნების მიერ „მობილური ფოტოგრაფიის“ კურსის დასრულების შემდეგ გადაღებული ფოტოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო; გაიმართა ანიმაციური ვიდეორგოლის პრეზენტაცია, რომელიც მოზარდებმა რეჟისორ არჩილ კუხიანიძის დახმარებით შექმნეს.
არასრულწლოვნებსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი წელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ერეკლე ჭანტურიამ მიულოცა, თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიების ბოლოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობის შესახებ ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა.
შეხვედრას ეროვნულ არქივის საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა.