12 ოქტომბერი 2023

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენციის მონაწილეებმა მოწვეული ექსპერტების ჩართულობით აღდგენითი მართლმსაჯულებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ხაზი გაესვა აღდგენითი მართლმსაჯულების მნიშვნელობას კანონთან კონფლიქტში მყოფი და ძალადობის მსხვერპლი პირების რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციაში.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ორგანიზებით ევროპის საბჭოს, გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა. „გვაქვს შესაძლებლობა, გავუზიაროთ საერთაშორისო საზოგადოებას ის მიღწევები, რაც იუსტიციის სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას აქვს აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ მიმართულების განვითარებას, მათ შორის, მედიაციის სივრცეების გახსნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს პროცესის უფრო შედეგიან ეტაპზე გადასვლას“, – განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს, აგრეთვე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ; გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა. განრიდებისა და მედიაციის პროგრამების ეფექტიანობაზე მოხსენება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ წარადგინა.

"გასული 2022 წელი, მეტად თვალსაჩინო გახლდათ განრიდების პროგრამებისთვის, სადაც 1175 პირი იქნა ჩართული - ეს კი, აქამდე არსებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია", - განაცხადა მან.

კონფერეციაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმატებული მედიატორები და სოციალური მუშაკები დააჯილდოვეს.

 

ვიდეოგალერეა

მსგავსი სიახლეები