დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა აშშ-ში აღმასრულებელი ლიდერობის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა აშშ-ში აღმასრულებელი ლიდერობის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების მიზანი იყო პოზიტიური ორგანიზაციული ცვლილების წარმართვის და თანამედროვე სასჯელაღსრულების მართვის პრაქტიკის გაზიარება.
ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ სტრუქტურული მართვისა და უწყებაში ლიდერის მისიის ხედვისა და მხარდაჭერის შესახებ ამერიკულ გამოცდილებას. ასევე ამერიკული ქოუჩინგის მოდელს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზაციული კულტურისა და ხედვის სწორად ჩამოყალიბებას.
ვიზიტი აშშ-ის საელჩოსა და ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით განხორციელდა.