დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ანიმაციის შექმნას სწავლობენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ანიმაციის შექმნას სწავლობენ.
პროექტი მოზარდების რეაბილიტაციას, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას, მათთვის ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დახმარებას ემსახურება.
ბენეფიციარები ანიმაციური სურათისთვის სიუჟეტს პედაგოგთან ერთად ამზადებენ და ქმნიან ანიმაციას.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები, უნარებისა და სურვილის შესაბამისად, მიიღებენ დავალებებს და ანიმაციის რეჟისორის დახმარებით შეასრულებენ. პროცესის დასრულების შემდეგ კი ანიმაციის პრეზენტაცია გაიმართება. პროცესს ანიმაციის რეჟისორი არჩილ კუხიანიძე წარმართავს.
პროექტი 2022 წელს დაიწყო. ერთობლივი მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა რეჟისორთან ერთად, უკვე შექმნეს ანიმაცია - „ახალი წლის გმირი“ და „ახალი მეგობრები“ და ასევე, კომიქსი - „მხატვარი კატოს ამბავი“.