20 სექტემბერი 2023

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს შპს „აუგუსტი“ პროდუქციას უსასყიდლოდ გადასცემს

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს შპს „აუგუსტი“ პროდუქციას უსასყიდლოდ გადასცემს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს შპს „აუგუსტი“ პროდუქციას უსასყიდლოდ გადასცემს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ და შპს „აუგუსტის“ დირექტორმა, კარლო ჭანტურიამ მოაწერეს.

კომპანია „აუგუსტი“ მის მიერ წარმოებულ სხვადასხვა სახეობისა და რაოდენობის პროდუქტს, სააგენტოს ბენეფიციართა საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, პერმანენტულად, უსასყიდლოდ, ქველმოქმედების სახით გადასცემს.

ვიდეოგალერეა

მსგავსი სიახლეები