არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ბოტანიკურ სივრცეში
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის ბოტანიკურ სივრცეში შიდა ტური მოეწყო.
მოზარდები მცენარეთა მოვლის პროცესში ჩაერთნენ. ცენტრის ბენეფიციარები მცენარეების მოვლის წესებს გაეცნენ. მიიღეს ინფორმაცია ხე-მცენარეების მნიშვნელობაზე, ნიადაგსა და მის ტიპებზე. გაიგეს, რა უნდა გაითვალისწინონ მცენარისთვის ქოთნის შერჩევის პროცესში. თეორიული კომპონენტის გაცნობის შემდეგ კი თემატური დეკორაციები და მინი ბაღი შექმნეს.
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის მსგავსი ტიპის აქტივობებს პერმანენტულ რეჟიმში ახორციელებს, რაც მოზარდებს დროის კონსტრუქციულად გატარებაში ეხმარება.