არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ თამაზ სულაძის ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ თამაზ სულაძის ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ.
მხატვარი ბენეფიციარებს სახვითი ხელოვნების როლზე ესაუბრა და საკუთარი ნამუშევრები გააცნო.
არასრულწლოვნებს საშუალება ჰქონდათ ხელოვანისგან მიეღოთ რეკომენდაციები პალიტრის შერჩევასა და ხატვის ტექნიკასთან დაკაშირებით.
ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის დეპარტამენტის ორგანიზებით "სილქ ფაქტორ სტუდიოში” გაიმართა. ღონისძიების მიზანი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა.