26 მაისი 2022

ამბროლაურში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ამბროლაურში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურში, საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა.

#ევროპისკენ - ამ სლოგანის ქვეშ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობა სააგენტოს მიღწევებს გაეცნო.

სპეციალურ სივრცეში წარმოდგენილი იყო პრობაციონერებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობა - Probbox-ი, რომლის საშუალებითაც პირობით მსჯავრდებულებისთვის სერვისების მიწოდება ალტრენატიული სივრცეებიდან არის შესაძლებელი.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობას, რომლითაც შინაპატიმრობა აღსრულდება. მიეღო ინფორმაცია სარეაბილიტაციო პროგრამებზე და დაათვალიერებინა ბენეფიციარების ნამუშევრები. პავილიონში პირობით მსჯავრდებულთა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების ნამუშევრები - ხის ხელნაკეთი მანქანები, ნივთები და აქსესუარები იყო წარმოდგენილი.
დამოუკიდებლობის დღე ამბროლაურში იუსტიციის სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა ყველა უწყებამ საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნა.



მსგავსი სიახლეები