ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანებასთან მემორანდუმი გაფორმდა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ბენეფიციარები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროცესებში ჩაერთვებიან. სხვადასხვა საჭიროებისა და ასაკობრივი ჯგუფის მოზარდები შეძლებენ, მონაწილეობა მიიღონ კულტურულ აქტივობებში. მემორანდუმის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სამუზეუმო ტურებითა და სერვისებით სარგებლობა.
დოკუმენტს ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ მოაწერეს.
პროექტი სააგენტოს სამიზნე ჯგუფის წევრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.