ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
- სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა;
- სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სააგენტოს კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად (გარდა სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული ნაკლებად რთული საქმეებისა);
- სააგენტოს შინაგანაწესის შემუშავება;
- კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების მომზადება, სამართლებრივი ანალიზი და შეფასება;
- დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებასა და პრობაციასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების, მემორანდუმების და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;
- სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობისა და სხდომების უზრუნველყოფა; კომისიის გადაწყვეტილებების შედგენა;
- სააგენტოს სახელით გამოსაცემი სახელმძღვანელო ან სარეკომენდაციო შინაარსის მქონე სამართლებრივი აქტების პროექტებისა და შესაბამისი მასალების მომზადება;
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;
- სააგენტოს საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;